თურმე გულმოწყალებასაც, სულგრძელობასაც და პატიებასაც კი ჰქონია საზღვარი... ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც ადამინთა გადაფასებას უფრო მკაცრად ახდენ, ვიდრე ეს შენს ბუნებას და ხასიათს შეეფერება, მაგრამ ალბათ ამასაც აქვს თავის მიზეზები... ალბათ ის რაც გუშინ ნკალებ მტკივნეული იყო, დღეს უფრო მტკივნეულია, ან წლებთან ერთად მეტად მგრძნობიარე და გულჩვილი ხდები, ან უფრო საღი გონებით და ფართოდ გახელილი თვალებით იყურები... არ ვიცი, არ ვიცი... მაგრამ ვიცი ის, რომ მე რომ ვუფრთხილდები ურთიერთობებს, უკვე საპირისპიროდაც იგივეს მოვითხოვ, და თუ ვერ ვიღებ, ძალიან ჩვეულებრივად ვემშვიდობები.... მესმის რომ ცუდად ჟღერს, ღმერთისგანაც თითქოს გაშორებს, მაგრამ რა ვქნა? რაღაცნაირი "ადამიანური" გავხდი... მთავარია, რომ ასეთებს ბედნიერებას მაინც ვუსურვებ, ოღონდ თავიანთ გზაზე...
არ მწამს ნახევრად მეგობრობა, ნახევრად ძმობა, ნახევრად დობა, ნახევრად... ნახევრად... ხანდისხან არც ნახევრად... და საერთოდ მოჩვენებითად... მორჩა! მიყვარს და ვუერთგულებ მხოლოდ მას, ვისაც ვუყვარვარ და მიერთგულებს ნამდვილად, ნაღდად, უანგაროდ, უმიზეზოდ და ა. შ. ვისაც არ აწყობს და არ შეუძლია, ღმერთმა "თავის გზაზე გაუმარჯოს", როგორც იტყვიან...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4