ერთ დღესაც მე შენთვის სრულიად შევიცვლები. აღარ მოგაბეზრებ თავს გაუთავებელი საყვედურებით, აღარც ნახვას გთხოვ და აღარც არ ნახვას, აღარ შემოგხედავ გაბრწყინებული თვალებით, აღარც იმ ღიმილს მოგანათებ, რომელიც შენ ესე ძალიან გიყვარდა, ვეღარ გაიგებ ჩემგან ათასობით თბილ სიტყვას და ვერც იმ სიტყვას რომელიც სიყვარულით ზედმეტსახელიც კი რომ შეგარქვი. მე შევიცვლები და შენ ამას აუცილებლად დაინახავ, მაგრამ ეს არ იქნება ცვლილება ჩემში, მე ისეთივე ვიქნები, როგორიც ყოველთვის ვიყავი, მაგრამ შევიცვლები შენდამი.შენც შეიცვლები, ჩვენი გზები გაიყოფა და საბოლოოდ დავშორდებით ერთმანეთს. აღარც ფიქრებსა და ოცნებებში ვიქნებით ერთად მალულად. ზოგჯერ თუ გავიხსენებთ იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარდა ერთმანეთში.მაგრამ მალე ამ მოგონებასაც სადღაც ჯანდაბაში მოვისვრით. მე წავალ და შენ მხოლოდ მაშინ მიხვდები რომ გამიშვი, როცა გზის ბოლოს გაიელვებს ჩემი აჩრდილი და მალევე გაქრება კიდეც, მე გული მწვავე მონატრებით დამესერება. შენ კი,, უბრალოდ,, ყველაფერი დაგავიწყდება. ცხოვრება გაგრძელდება მაგრამ უკვე ერთმანეთის გარეშე!!lali
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев