ინგრედიენტი
-250 მლ თბილი რძე
-20 გრ ახალი საფუარი(7 გრ გრანულა საფუარი)
-500 გრ მაღალი ხარისხის ფქვილი
-120 გრ შაქარი
-1 ც კვერცხი (ოთახის ტემპერატურის)
-3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
-100 გრ გამდნარი კარაქი
-ვანილი(ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა)
მომზადება
1)თბილ რძეს+საფუარი+2 ს/კ შაქარი+2 ს/კ პ/ფქვილი ავურიოთ და მოვასვენოთ 20 წთ.
2)თასზე დარჩენილ პ/ფქვილს შუაში +შაქარი+კვერცხი+მზესუმზირის ზეთი +აფუებული საფუარი და მოვზილოთ ცომი 10 წთ. განმავლობაში.
3)მოზელილ ცომს, გადავაკრათ საკვების შესაფუთი ცელოფანი .შევფუთოთ და მოვასვენოთ თბილ ადგილას 2 სთ.
4)ამოსული მასა ,გადმოვიტანოთ პერგამენტის ქაღალდზე. მივცეთ მრგვალი ფორმა და დავჭრათ 8 ნაჭრად.მოჭრილ ცომს, მივცეთ მრგვალი ფორმა .გადავაფაროთ ცელოფანი მოვასვენოთ 5 წთ.რათა ცომი დამყოლი გახდეს.
5)პერგამენტზე გავაბრტყალოთ ცომი (მივცეთ მრგვალი ფორმა)წავუსვათ გამდნარი, ოთახის ტემპერატურის კარაქი ,შემდეგ კვლავ გავაბრტყელოთ მეორე ფენა და დავაფაროთ პირველს. წავუსვათ ისევ კარაქი ,ამ მომზადების პროცეს ვიმეორებთ ,ვიდრე ცომი გვაქვს ,მხოლოდ ბოლოს არ ვუსვამთ კარაქს ,შემდეგ ფრთხილად ვაბრტყელოთ ფენებიანი ცომი და ვჭრით12- 16 ტოლ ნაწილად ,შეგიძლით უყოთ ნებისმიერი შიგთავსი(ჯემი,მოხარშული კრემი ან ნუტელა)გადავახვიოთ (ფორმის მისაცემად დაიხმარეთ კომენტარში დადებული ფოტო)
6)ფორმა მიცემული ცომი, კვლავ მოვასვენოთ ,ვიდრე არ აფუვდება(40 წთ)
7)გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წთ (დამოკიდებულია ღუმელზე)
8)თბილ კორნეტოებს მოვაცრათ შაქრის პუდრა
---------------------------------
შაქარს და პ/ფქვილს ვიღებთ ძირითადი ბაზიდან.
ცომი არის საშუალოზე თხელი (წებოვანი),მაგრამ ,როდესაც ამოდის ხდება საშუალოდ შემდგარი .ეცადეთ გაბრტყელებისას პ/ფქვილი დაიხმაროთ მცირე ოდენობით(გააბრტყელეთ პერგამენტზე)
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев