ილია არის 27 წლის, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა. ჰყავს ახალშექმნილი ოჯახი. მეუღლესთან ერთად ცხოვრობს თბილიში. ბედნიერი წყვილი დიდ იმედებს ამყარებდა და აპირებდა შვილის ყოლას, სანამ გაიგებდნენ, რომ ილიას აღმოაჩნდა სისხლის დაავადება „არაჰოჯკინის ლიმფომა“. არაჰოჯკინის ლიმფომა არის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება ლიმფური სისტემის უჯრედები. ესენია სისხლის თეთრი რიგის უჯრედები_ლიმფოციტები. არაჰოჯკინის ლიმფომის დროს ლიმფოციტები იქცევიან სიმსივნური უჯრედების მსგავსად, უკონტროლოდ მრავლდებიან და იზრდებიან და არ კვდებიან დადგენილი წესის მიხედვით. ამიტომაც ა/ლ მიეკუთვნება სიმსივნურ დაავადებათა ჯგუფს. 2013 წლის გაზაფხულში ილია მუცლის ტკივილის გამო მივიდა არამიანტსის საავადმყოფოში. ექიმებს ეს ჩვეულებრივი აპენდიციტის ანთება ეგონათ, მაგრამ ოპერაციის და ერთ თვიანი გამოკვლევებისა და ანალიზების სერიის შემდეგ "არაჰოჯკინის ლიმფომა" დაუდგინდა. ქიმიოთერაპიის 2 კურსის, 4 ოპერაციისა და მთელი რიგი გართულებების შემდეგ ილიას ესაჭიროება ქიმიოთერაპიის ექვსი დამატებითი კურსი რაც მთლიანობაში 25 ათას ლარამდე ჯდება, დამატებული მთელი რიგი ძვირადღირებული გამოკვლევები. ილიას პირველი ქიმიოთერაპიის კურსი დაუფინანსა საქართველოს მთავრობამ, ხოლო მეორე კურსის დაფინანსება მოხერხდა მეგობრებისა და ახლობლების დახმრებით. ილია იძულებული გახდა სამსახური შეეწყვიტა. ახალშეუღლებულებს ფინანსურად მშობლები ეხმარებიან, თუმცა ილიას გამოჯამრთელებისათვის აუცილებლად საჭიროა საზოგადოების დახმარება. თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ სამედიცინო დოკუმენტაცია, და ხარჯების კალკულაცია. დართული ფაილების ნახვა და თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ამ ბმულიდან: http://wehelp.ge/view/content.php?id=24 G.S
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев