აქვს ჩემო კარგო, აქვს! და მერე როგორი....
ნებისმიერ მშვენიერ განწყობას გაგიფუჭებს ცუდი საზოგადოება, მახინჯი გარემო და არასწორი დამოკიდებულებები და დროზე თუ არ უშველე თავს, დროულად თუ არ გაერიდე, შენც მათ დაემსგავსები, მათსავით იაზროვნებ, ნელ-ნელა ყველაფერს ისე დაინახავ როგორც ისინი და ვერ გიშველის ვერანაირი სულიერი სიმდიდრე და ვერც ინტელექტი.
ჰოდა, თუ შენი თავი იცანი, თუ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ, მალე გაერიდე ამ ყველაფერს, სანამ დაიღუპე, სანამ საბოლოოდ დეგრადირდი.
ის, ტალახში ჩავარდნილი ბრილიანტიც ისვრება და იძირება, ერთ დრო რომ ბრწყინავდა და ისე აღმოჩნდება სიბინძურის ფსკერზე, რომ ვერ უშველის ვერც ბრილიანტობა და ვერც ყველა ამქვეყნიური სასწაული ერთად აღებული."
🖊 ცირა ტურაშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев