Предыдущая публикация
სულის თამამად გადმოლაგებას,
მეც ვდგავარ ახლა ბოლო შეშლილი
და ველოდები წესის აგებას
მათგან ვინც თავის "შარავანდედი"
რუდუნებით და რწმენით ატარა,
ვინც ტალახისგან დასვრილი ხელი
გულზე უხეშად გადამატარა,
ვინც დახმარების ხელის სანაცვლოდ
ქვიანი ხელი გამომიწოდა,
ვინც წაქცეულს ზედ გადამიარა,
რისხვა მუქარით რა არ მიწოდა.
ვინც ღიმილებით ნაშენი სახლის
ერთი კედელიც არ შემარჩინა,
ძველი იარა გამიხსნა ახლით
ნაცრემლარები სულს დამაჩინა,
ვინც შემომაცვა მანტია სევდის
და საცალფეხო მიჩვენა გზები,
ვინც აიფარა ნიღაბი მართლის
და დამანახა რა ხშირად ვცდები,
მაინც მსურს ვიყო ბოლო შეშლილი,
მიჩვეული ვარ რადგან წაგებას,
შეშლილის გარდა ვერვინ გაბედავს სულის ბოლომდე გადმოლაგებას...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев