)
"ღვთის ეკლესიაში აღარ იქნებიან ღვთისმოშიში და კეთილკრძალული მწყემსები და მაშინ უბედურება დაატყდებათ ერში მცხოვრებ ქრისტიანებს, რომლებიც მთლიანად დაკარგავენ თავიანთ რწმენას, რადგან აღარ ექნებათ საშუალება ვინმესგან მაინც იხილონ ნათელი შემეცნებისა."
"მაშინ საეკლესიო სახარება უგულვებელყოფილი იქნება."
ღირსი ნილოს მირონმდინარე
PS. "აჰა, დგება დღეები” - ამბობს უფალი ღმერთი, - “როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას. იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე; მი-და-მოივლიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ ჰპოვებენ." ამოს წინასწარმეტყველი. 8,11-12.
უფალი მიმართავს მოციქულებს და ყველა დროის მწყემსებს: "ასწავლეთ მათ (ყველა ხალხს) ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. (სახარებაში). აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე. ამინ." (მათე.28,20). დღეს სახარება და სახარებისეული მცნებები უგულვებელყოფილია, ადამიანები საკუთარ აზრებს სახარებაზე მაღლა აყენებენ. მოძღვრებიც ადამიანურ მცნებებს ასწავლიან, ცოდნის მიხედვით და არა ღვთის სულით: "ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან. ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან." (მათე.15,8-9).
"ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული." (მათე.24.14). დასამოწმებლად და არა სახსნელად! ყველას სახლებში აქვს სახარება ნაირ-ნაირი გამოცემები, ამით ამაყობენ კიდეც, მაგრამ არავინ კითხულობს მას, და თუ კითხულობენ - ვერ იგებენ, რადგან ადამიანური დაცემული გონებით კითხულობენ. თუ მოშურნეობენ, მხოლოდ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და არა იმისათვის, რომ ღვთის სიმართლეს დაემორჩილონ: "ვინაიდან ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად. რადგან ვერ შეიცნეს ღვთის სიმართლე, საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ." (რომაელთა მიმართ.10,2-3).
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев