დღეს დელისის მეტროდან რომ ამოვდიოდი, დავინახე ეს ადამიანი. მას ჰქვია გიორგი(გვარს შეგნებულად არ ვწერ) ის 1986 წელს დასხივდა, ჩერნობილში იყო მოხალისედ წასული, ატომური რეაქტორი რომ აფეთქდა, იმ პერიოდში. ამ ადამიანს ესაჭიროება დახმარება... მისი თქმით, მას შეუწყვიტეს დახმარება, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებმა, ისე ვეტერანთა კავშირმა. ბატონი გიორგი არის დაავადებული c ჰეპატიტით...
მას ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი ვაჟი. გთხოვთ გულთან მიიტანოთ ამ ადამიანის გასაჭირი და ვისაც რითი შეგიძლიათ, დაეხმაროთ... ეს ადამიანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა, არის აფხაზეთის ომის ვეტერანი, ჩემი თხოვნა იქნება, თუ სხვა არაფერი შეგიძლიათ, უბრალოდ გააზიაროთ ფოტო, რათა ეს ინფორმაცია მივიდეს სახელმწიფო სტრუქტურებამდე.
გმადლობთ ყურადღებისთვის!
P.S. ვისაც დახმარების სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, დამიკავშირდით ნომერზე: 598366822
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев