ისეთი დღე დგებოდა,
შენ რომ მყავდი ამქვეყნად,
ისიც მავიწყდებოდა..
მიცქეროდა იმედი,
ხშირად ქრისტეს თვალებით,
ხატებს თვალს ვარიდებდი
ტკივილს მინაბარები..
განსაცდელით განმკურნე
უფალს მაახლოვებდი,
რამდენ უღირსს ვარგუნე
სულის ბაჯაღლოები.
უთვისტომო გავათბე
მე კი სევდა მახურავს,
ჩემს ედემში დავატკბე,
ვინც არ დაიმსახურა!
ლუკმაც არ გამიტეხავს
ეშმაკების ტაბლიდან,
დაჩოქილი ვინც მნახა,
მიყურებდა მაღლიდან.
ნუგეშს ველოდებოდი,
ლამის კეტებს მიშენდნენ,
შველას ვევედრებოდი,
თითქოს ვეღარ მისმენდნენ..
თვალწინ ხელებს ვუქნევდი,
მაინც ვერა მხედავდნენ,
როცა გუნდრუკს ვუკმევდი
ჩემს ჩაქოლვას ბედავდნენ!
სადღაც გვამის პატრუქში
სული ძლივს მიბჟუტავდა,
სუბსარქისის ქარბუქში
ეშმა თვალებს ჭუტავდა!
მაგლიჯავდნენ ნორჩ ფესვებს
მე მათ ახლებს ვურგავდი.
არ მახსოვდა ოდესმე,
ლამაზ ქალებს თუ ვგავდი..
ჩავუვლიდი მათხოვარს-
უპოვარი,უფულო.
კრულვით გამომძახოდა
ძუნწი ხარო,უგულო!
ამ ჩემს სასოწარკვეთას
ვეღარავის ვუმხელდი,
და ანთებულს სანთელთან
კვლავ სიკეთეს ვუმღერდი!
სარკეში რას ვხედავდი,
ჩამოვგავდი პიეროს,
არვის გადავუხადე
ღმერთო სამაგიერო!
გეფიცები ამღვრეულ
გუბეებში ვფორთხავდი..
რა ვიცოდი აბნეულ
ამ გზას შენთან მოვყავდი!
ღმერთო, რა მაოცებდა
ცრემლიც ვეღარ მშველოდა..
იცი რა მაცოცხლებდა,
შორს რომ პირმშო მელოდა!
გავუძლებდი ყველაფერს
მაინც ღმერთით -მჯეროდა,
გავუღიმე გაზაფხულს
შენს ნაჩუქარ გარიჟრაჟს,
ღმერთო ასე დაზაფრულს,
ხელი აღარ გამიშვა!
გმადლობ კარი გამიხსენ,
როცა ვაკაკუნებდი,
ღმერთო ყველა დაგვიხსენ,
გზაში დაკარგულები!
/თეა ხასაია/
ერთხელ ემიგრაციაში
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 9
ლამაზად გათენდა დილა ადრიანი,
http://sarcmunoeba.com/georgia/gilotsav_mariamobas.swfხარობენ ყვავილები ჯერაც ნამიანი,
მინდა მოგილოცოთ ეს დღე მადლიანი,
გფარავდეთ მუდამ წმიდა მარიამი!!! ყველას გილოცავთ "მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს" ,გფარავდეთ წმიდა მარიამ ღვთისმშობლის მადლი და ძალა
21:11 გფარავდეთ მადლი წმინდისა ქალწულისა მარიამისა და ნათელი მისი მიგიძღოდეთ ცხოვრების გზაზე!!!<font style="color: #666666; ">http://www.youtube.com/watch?v=qCllkM0pzjo&feature=related დიდი წყალობა არმოგკლებოდეთ!!! ამინ…ამინ...ამინ...!!!
თუ ვერ ამოუვსე გული ლხენით,
მაშინ ფუჭად ნუღარ გააწვალებ,
წადი და გაუშვი შენი ნებით,
თუ ქალს მზეჩასული თვალები აქვს,
ღიმილს?..აბა რა ქნას...ეტაანება,
მაშინ სიყვარულის სხივი დააქვს,
სხვისი სიახლოვე ენატრება..
მიხვდი!ეს დღეებიც ძნელად გააქვს,
რადგან მიგატოვოს ეძნელება
იტყვი, სიყვარული მაგიჟებს ...
თუმცა ეს ცხოვრებაც ნამდვილია,
მაგრამ არავის არ აგიჟებს ...
იტყვი, რისთვის ღირდა მყვარებოდი,
იტყვი, დრო უაზროდ გავიდა ...
თუმცა ის წუთები, ის წამები ...
ჩემსთვის დღესდღეობით ბევრს ნიშნავს ...
იტყვი, დაგივიწყო, ამოგშალო ...
იტყვი, ჩემზე წერა რათ გინდა?!
თუმცა გულს რა ვუთხრა ... რა ვიცრუო ...
თორემ მე ნამდვილად, არ მინდა ..
http://www.playcast.ru/view/2400328/000c67e04f9044f7ce8319bf1f4cb3851f3cacb6pl
1. თუ შენ გიყვარს ადამიანი, შენ არასდროს ჩაერევი მის პირად ცხოვრებაში და არასდროს დაარღვევ მისი შინაგანი სამყაროს საზღვრებს
2. შეწყვიტე ფიქრი იმაზე, თუ როგორ მიიღო სიყვარული და დაიწყე გაცემა. გაცემით შენ იღებ... სხვა გზა არ არსებობს.
3. დაიწყე ცხოვრება. ნუ იწყებ მომზადებას ცხოვრებისთვის, რომელიც მომავალში იქნება
4. ყველა ტანჯვა ამქვეყნად მოდის იმ გარემოებიდან, რომ შენ სრულიად დაგავიწყდა რომ უნდა იცხოვრო, შენ დაკავებული ხარ საქმიანობით, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ცხოვრებასთან
5. თუ შენ სურვილი გაქვს იცხოვრო: ისწავლე ერთი რამ: მიიღე მოვლენები ისეთად, როგორებიც ისინი არიან და მიიღე საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხარ
6. თუ შენ მდიდარი ხარ, არ იფიქრო ამაზე, თუ ღარიბი ხარ - ნუ მიიღებ შენს გაჭირვებას სერიოზულად
7. დაუშვი რაც შეიძლება მეტი შეცდომა, მხოლოდ დაიმახსოვრე ერთი რამ: ნუ დაუშვებ ერთი და იგივე შეცდომას ორჯერ და შენ დაიწყებ ზრდას
8. შენ უნდა იცოდე, რომ თავისუფლება...Ещёძენის ათი პრინციპი:
1. თუ შენ გიყვარს ადამიანი, შენ არასდროს ჩაერევი მის პირად ცხოვრებაში და არასდროს დაარღვევ მისი შინაგანი სამყაროს საზღვრებს
2. შეწყვიტე ფიქრი იმაზე, თუ როგორ მიიღო სიყვარული და დაიწყე გაცემა. გაცემით შენ იღებ... სხვა გზა არ არსებობს.
3. დაიწყე ცხოვრება. ნუ იწყებ მომზადებას ცხოვრებისთვის, რომელიც მომავალში იქნება
4. ყველა ტანჯვა ამქვეყნად მოდის იმ გარემოებიდან, რომ შენ სრულიად დაგავიწყდა რომ უნდა იცხოვრო, შენ დაკავებული ხარ საქმიანობით, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ცხოვრებასთან
5. თუ შენ სურვილი გაქვს იცხოვრო: ისწავლე ერთი რამ: მიიღე მოვლენები ისეთად, როგორებიც ისინი არიან და მიიღე საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხარ
6. თუ შენ მდიდარი ხარ, არ იფიქრო ამაზე, თუ ღარიბი ხარ - ნუ მიიღებ შენს გაჭირვებას სერიოზულად
7. დაუშვი რაც შეიძლება მეტი შეცდომა, მხოლოდ დაიმახსოვრე ერთი რამ: ნუ დაუშვებ ერთი და იგივე შეცდომას ორჯერ და შენ დაიწყებ ზრდას
8. შენ უნდა იცოდე, რომ თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა და თუ სიყვარული არ გაძლევს თავისუფლებას - ე.ი ეს სიყვარული არაა.
9. ყველა სხვას ასწავლის როგორი უნდა იყოს ის და რატომღაც არასდროს არავინ გავს დაკმაყოფილებულს
10. შენ დიდი მოყვარული ხარ პრობლემების გამოგონებისა... უბრალოდ გააცნობიერე ეს და მოულოდნელად ისინი გაქრებიან
რომელი საათია?
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული,
რომელი საათია? რომელი საათია?
ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.
რომელი საათია? რომელი საათია?
სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -
რომელი საათია? რომელი საათია?
ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი,
რომელი საათია? რომელი საათია?
ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხასი
თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
...Ещёრომელი საათია?
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული,
რომელი საათია? რომელი საათია?
ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.
რომელი საათია? რომელი საათია?
სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -
რომელი საათია? რომელი საათია?
ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი,
რომელი საათია? რომელი საათია?
ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხასი
თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?
იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!” -
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე:
რომელი საათია?
გალაკტიონი