Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
ერთად ავუყევით როშკას,
„არხვატს მივდივარო ძამი“.
ახლა, კი ვიხსენებ როცა,
უღვთოდ გარინდულა ჟამი.
"უნდა წავიდეო მორჩა",
არც კი დაგვილიე სამი.
„კიდევ შავხვდებითო ერცხვას“.
მახსოვს, რომ დამპირდი ძამი.
მე კი, სიცოცხლისა შემრცხვა.
არხვატს გაყინულა წამი...