*********************************
რამდენჯერ გესროლეს, რამდენჯერ გაგწირეს,
რამდენჯერ სიცოცხლე სასწორზე დაგიდეს,
რამდენჯერ ჩაგწიხლეს, სხვის თვალწინ დაგცინეს,
რამდენჯერ უღმერთოდ ხაფანგი დაგიგეს.
დაცლილი ბუდიდან ხმა ისმის გოდების,
ელდას შეუპყრია საბრალო არწივი,
მამულო! იბრძოლე, ნუ დამიღონდები,
შეიშრე თვალები ცრემლებად ნაწვიმი.
რამდენჯერ გაგყიდეს, რამდენჯერ აგკუწეს,
გადაჭრილ მაჯიდან სისხლები გადინეს,
სულის ნამსხვრევების გიგროვებ ნაკუწებს,
ჩემივე ლექსები თავადვე მატირებს.
რამდენი ყლორტების სიცოცხლე იწირეს,
არ ვიცი, დრო წახდა, თუ ჩვენი ბრალია?
სამართალს ვერ ჰპოვებ, ვერსად ვერ იჩივლებ,
ყველა "მართალია", შენთვის ვის სცალია.
ქართველი დედები გზას გამოჰყურებენ,
ბუხარში უღონოდ ჩამქრალი კვამლია,
რაც შეგვჩა ქართული, კვალს ანადგურებენ,
სპობენ და ქვეყანას საძირკველს აცლიან.
ყველა ჩაიხუტეს, ვინც სამტროდ გვეწვია,
საკუთარ მოძმეს კი გაქცევა ანატრეს,
ქართულ ადათ-წესებს პირისპირ ებრძვიან,
ვეღარ ვცნობ სამშობლოს, ოდითგან სანატრელს.
დაკეტეთ საზღვრები, გეყოფათ, შეჩერდით,
შველას გვთხოვს ქვეყანა, "შეჭამეს", გაქურდეს,
შორიდან ცრემლის ღვრა ქართველს არ შეშვენის,
სამშობლო თუ გვიყვარს, კერაზე დავბრუნდეთ.
მარინა ყიფიანი
29.02.2024
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1