და სურნელება მოსდებია სიზმარს საამო
იისფერ ზეცას ეწინწკლება ვარწკვლავი წვეთად
და უჩვეულოდ საოცარი ხდება საღამო
ჩათბილულ სხეულს მოშვებია დუნედ ნაკვთები
ხელი მიჭირავს მაჯაზე და ვითვლი გულისთქმას
შენმა ღიმილმა ვით რაინდი აბჯარასხმული
სისხლი ამინთო,და სიცოხლით გამაგულისა..
დახვეწილ ნაკვთებს,მარმარილოს დაჰკრავს ფერები
ვით მოქანდაკე,საჭრეთელად თითებს ვიყენებ,
შორეულ ყივილს ვამსხვრევ როგორც სათამაშოებს
და ვარღვევ უკვე ხავსმოდებულ ლეგენდებს ,მითებს
აზიურ ვაზას მოჰხვევია ქალის ვნებები
ბროწეულს ურცხვად დახეთქვია ბაგე ყირმიზის
შავი გიშერი გველის თვალით მიცქერის პოეტს
და თავბრუს მახვევს სიყვარული მთვარის თილისმით
ლორთქო სხეული, მოტმასნილი ტანზე სიზმარი
თვალების ჟინი, ჟრუანტელი ჯერ არ განცდილი
ყურთან ჩურჩული,ფოთოლივით შრიალი, ფეთქვა
და ღამე როგორც მათუსალა ისე ხანგრძლივი...
მთვარე კი თვალებს დახუჭავს და ფარდას ჩამოსწევს
ლამის სარკმელთან მოიყვანა ღრუბელი თეთრი
ჩემს მკერდზე სძინავს მზეს, ლამაზად ღია თვალებით
ჰორიზონტზე კი იკვეთება ლურჯი ფერები..
ალინზე ხომ,, გაიხსნება დილის ზარდახშა
ამოალაგებს,სუსხისა და ქარების დავთარს
გრძნობები გვათბობს ცეცხლი გვიწვავს ფიქრების ფურცლებს
და სიყვარულით, გივსებ,შენი ოცნების კალთას
დეკემბერია, სულში ყვავის იასამანი
და სურნელება მოსდებია სიზმარს საამო
იისფერ ზეცას ეწინწკლება ვარწკვლავი წვეთად
და უჩვეულოდ საამური ხდება საღამო...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев