„ერთ ბერს აღთქმა ჰქონდა დადებული,რომ ღვინო საერთოდ არ დაელია.აღთქმის დარღვევა კი,ღვთის წინაშე დიდი ცოდვაა.ერთხელ ბერი ავაზაკებმა ტყეში შეიპყრეს და უბრძანეს: აბა,ბერო,ჩქარა ღვინო დალიე,თორემ სულს ამოგართმევთო.გაიფიქრა,ღვინო რომ დავლიო,აღთქმას დავარღვევ და დიდ ცოდვას ჩავიდენ;რომ არ დავლიო,მომკლავენ და მკვლელობის ცოდვას ჩავადენინებ.იფიქრა,ამათი მკვლელობის ცოდვა უფრო მეტია,ვიდრე ჩემი აღთქმის დარღვევაო,აიღო ჭიქა და დალია.რა თქმა უნდა,არა ადამიანური შიშის გამო,რაც ცოდვაა,არამედ,მათი სიყვარულისთვის.რადგან დიდი სიყვარული გამოიჩინა ბერმა,იქ ჩამოვიდა უფალი–თვით სიყვარული დაეშვა! კაცის წინაშე გველეშაპს ჭიანჭველად გადააქცევს ღმერთი! ავაზაკებმა დაიჩოქეს ბერის წინ და ევედრებოდნენ: გვაპატიე ბერო,შეგცოდეთო.“
როცა ამბავი დაასრულა,დასძინა:
–მეც ასე მომდისო
ერთხელ მამა გაბრიელს მიმართეს:
–ნეტავ იცოდეთ,როგორ ძალიან მიყვარხართ,მამა გაბრიელ.
მან ჩაიღიმა და უპასუხა:
–ჩემი სიყვარული იოლია,ძნელი ის არის,ყველა ჩემსავით გიყვარდესო
ღმერთის წინაშე ყოველგვარი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა, არ არსე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев