და ამ ლექსებს შენი სუნი აქვს...
დავხატავ სიზმრებს
და ამ სიზმრებს ცხადად ავახდენ!
ასე შორს ვიგრძნობ
შენი სუნთქვიდან წამოსულ ნიავს
ასე შორს ვიგრძნობ
რაც შენ ტვინში ჩემთვის დახატე...
ფანჯრებში დღეა,
დღის სინათლე, ვნებების მკვლელი,
დღის დაბნელებას და შენს წერილს
სიმძაფრით ველი...
ჩემო შეხებავ, შემო სუთქვავ, ჩემო მაისო,
სულს რა ვუშველო, ეს სული ჩემი გრძნობით აივსო.
მინდა სიტყვებად მოგაწვდინო ეს ემოცია,
და თუმცა ვიცი, უსიტყვოდაც ზუსტად გაიგებ...
შენი სხეულის ყველა კუთხე მოსალოცია
და მომლოცველი, მე ნებართვას შენგან ავიღებ.
მე არასოდეს არ მივიჩნევ ჩემს თავს პოეტად,
მე ვერასოდეს შემაფასებს ურჩი მკითხველი,
მე ეს კალამი ალბათ ისევ სული მგონია...
და ეს სონეტა...
ერთი ქალის გრძნობა ცხოველი.
ჩემო ძვირფასო, მე მეშინია და მჯერა შენი,
მე მჯერა შენი, რომ მეყოფა ამისთვის ძალა,
მე შენ გაჩუქებ მთელ სამყაროს მინდვრის ყვავილებს,
და ღარასდროს, აღარასდროს მე აღარ წავალ!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев