Предыдущая публикация
საშიშ სიმშვიდეს ვაგრძელებ ისევ,
უკვე ვღალატობ ამ ჩემს ხასიათს.
ვერც ვიმახსოვრებ იმ ნანახ სიზმრებს.
რასაც ვეძახდი ადრე აზრიანს.
თეთრი ღრუბლების უდაბნოც ვნახე,
და მზის სხივების გუნდის არიაც.
და საოცარი ვიგრძენი ღამეც,
როცა არ გავდა სავსე მთვარიანს.
მაგრამ შენ აკლდი ამ სილამაზეს,
უშენოდ რუხად დამეწყო აღქმა.
ვცადე და მაინც ვერ მივამსგავსე,
მე შენი სახე უამრავ სხვა ქალს.
ახლა სიმშვიდე მიხატავს სურათს,
სადაც მე და ეს ჩრდილი ვიყოფით.
ალბათ ეს წუთი შენც უფრო გსრუდა,
თორემ უშენოდ თავს არ ვიგრძნობდი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев