. .
სანამ შენს ცოდვებს გადააბრალებ სხვას...
სანამ შეცდომებს ვერ დაუნახავ თავს...
სანამ სხვის ქცევას მუდამ უძებნი ნაკლს-
ვერ გააგრძელებ,ვერ გააგრძელებ გზას!..
სანამ შენს გულში არ ჩაიხედავ ღრმად...
არ გამოტყდები დანაშაული გაქვს...
სხვისი სიმართლე სანამ შეგიკრავს წარბს-
თავისუფალი ვეღარ ახედავ ცას...
სანამ ბოღმისგან გულდათუთქული ხარ...
ვისაც ატკინე ღმერთი მის უკან დგას!..
როცა მიხვდები,ის სხვა,რომ არ გავს სხვას-
მაშინ წუხილი ჩამოაცრემლებს ცას...
ნუ დააბრალებ...ნუ დააბრალებ სხვას-
იქნებ,შენს გამო სადღაც ცრემლები სწვავთ...
თუ ვერ ერევი მტრობად აზიდულ მთას-
ვერ გააგრძელებ,ვერ გააგრძელებ გზას!..
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев