არ გადაგიდგამს შენ ეს ნაბიჯი,
შენ მე დამშორდი, ასე ისურვე
მაშინ მოჰკალი ჩემი სათქმელი..
ვიცი გიყვარვარ, ისე ვით ძველად,
შენს მიმართ არც მე, არ ვარ გულგრილი,
გახსოვდეს კარგად მე ისევ მახრჩობს
შენთან შეხვედრის მწველი სურვილი..
რა ჰქვია ამაას? გაუგებრობა თუ გასაგები
სიმუხთლე ბედის?..
გავიგე კარგად, რომ არ ვყოფილვარ
ყოვლისმჭვრეტელი და ყოვლისმხედი..
ახლა რა ვუყოოთ ამ ჩვენს მწველ სურვილს
უღრანში გზები როგორ გავიგნოთ,
მე გევედრები, მე გევედრები,
მდინარის პირას სახლი ავიგოთ..
მე გელოდები! რადგან ამქვეყნად
არაფერია უფრო სანატრი,
გადმოანგრიე ეს ჯებირები
და სიკვდილამდე ჩემთან დარჩები..
შენ მე დამშორდი, თუმც შენი ნებით
არ გადაგიდგამს შენ ეს ნაბიჯი...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев