მარიამი, 25 წლის:"9 თვის ბავშვი უნდა გავაშვილო... მარტოხელა ვარ, უიმედო და სასოწარკვეთილი. შეიძლება ჩემზე გაჭირვებულებიც არსებობენ, მაგრამ იმედია, სწორად აღიქვამთ ჩემს ამბავს და მთლად ნუ გამასწორებთ მიწასთან... აქამდე ხალხის დახმარებით და დედის პენსიით მოვედით, რომლის ნახევარიც ბანკში მიდის... სად არ ვმუშაობდი მხვეტავად, დამლაგებლად, მუშადაც კი... ხანდახან სული ძლივს მიმქონდა სახლამდე, მაგრამ მიხაროდა, შვილს ერთ ფაფას თუ მაინც ვუყიდდი. რა დამცირება და დაცინვა არ გადამიტანია... გაჭირვებამ კი თავისი ქნა. სახლში ყველაფერი გაყიდული გვაქვს. ბავშვს დედაჩემი იტოვებდა, ძალიან უყვარს, მაგრამ ახლა დედა დანევროზებულია და ხშირად ვკამათობთ. თუ ვეუბნები, რომ ბავშვთან ნუ ყვირი, ისტრესება-მეთქი, გაიბუტება, ბავშვს აღარ ეკარება და ყველაფრის გაკეთება მე მიწევს. ახლა საერთოდ სუსტადაა, ვეღარ დადის. მე თვალების პრობლემა გამირთულდა, რთული მიოპიური ასტიგმატიზმი მაქვს დიდი მინუსით. ლინზები გამოსაცვლელი მაქვს და მზეზე გარეთ ვერ გავდივარ, ამის გამო სამუშაოს ვეღარ ვეძებ და 5 თვეა, სასოწარკვეთილი სახლში ვზივართ. წინ დიდი ზამთარია და არ ვიცი, როგორ გადავიტანთ. დედაჩემს რამე რომ დაემართოს, საერთოდ უპატრონოდ დავჩები. სოციალური არ გვაქვს, უარი მოგვივიდა. ზედმეტ წუწუნსაც ვერიდებოდი, მეშინოდა ბავშვი არ წაერთმიათ. ერთხელ უკვე შემომთავაზეს, ბავშვი თავშესაფარში დამეტოვებინა, მაგრამ შემეშინდა შვილი არ დამკარგვოდა... ახლა ვფიქრობ, რომ თუ მე და დედა ფეხზე ვერ დავდგებით, კარგი ოჯახი მოვძებნო...
გგონიათ, შვილი არ მიყვარს? სწორედ ამიტომ არ მინდა, გაჭრვებაში და სიცივეში დაიჩაგროს. ავადმყოფი და დატანჯული ჩემი თავი მეზიზღება. არ ვიცი რა ვქნა, ძალიან ცუდად ვარ. თუ ვინმე დაგვიდგება გვერდში და ამისგან მიხსნის, მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები. არაა ჩემთვის ადვილი ამ ყველაფრის მოყოლა. ვისაც გაჭირვება არ გამოუცდია, ის ვერ გამიგებს, ამიტომ ძალიან გთხოვთ, მთლად წყალსაც ნუ გამატანთ. უბრალოდ გამოსავალი მაპოვნინეთ..."მარიამი ქუთაისში ცხოვრობს, ვისაც დახმარება შეგიძლიათ ეს მარიამის ნომერია 597555910. გააზიარეთ ეს, ბევრმა ადამიანმა რომ ნახოს და იქნებ რამე მოვახერხოთ მარიამის დახმარება...
Комментарии 172