ვეძებ ბიოლოგიურ დედას.
როგორც გადმოცემით ვიცი, სტუდენტი ყოფილა. ჩემს ფეხმძიმობას მალავდა, მუცელს იკრავდა და ამის გამო მცირე წონის დავბადებულვარ. (900გრ)
სახელად დამარქვა დიანა.
დავიბადე 1984 წლის 14 დეკემბერს. (დაბადების მოწმობაში ასე მიწერია), რა თქმა უნდა ეს დაბადების მოწმობაშვილად აყვანის შემდეგ აიღეს ჩემმა აღმზრდელმა მშობლებმა.
წამოყვანილი ვარ თბილისის ჩვილბავშვთა სახლიდან, რომელიც მდებარეობს შალვა ნუცუბიძის ქN3. დღესაც ფუნქციონირებს. იმ დროს ამ სახლის დირექტორი გახლდათ ავთანდილ ბუბუტეიშვილი, რომელსაც ასევე ვეძებ. რადგან, როგორც გადმოცემით ვიცი, ის იცნობდა ჩემს ბიოლოგიურ დედას და აღმზრდელ მშობლებს.დარწმუნებული ვარ ჩემი ისტორიაც კარგად ემახსოვრება.
ჩვილ ბავშვთა სახლში სიცხე მქონია და გადატანილი მაქვს ჩუტყვავილა ბატონები.
არ ვიცი ბიოლოგიური დედის სახელი და გვარი.
თუ ვინმეს ჩემი ისტორია გეცნოთ, გთხოვთ, გამომეხმაურეთ.
აქვე მოგაწოდებთ ჩემი ბავშვობის სურათებს.
წინასწარ მადლობას გიხდით ყველას.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 207