რეზონანსი
28.08.2024
კახეთში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
როგორც ადგილობრივი ყვებიან, რამდენიმე დღის წინ სოფელ ახაშენში ზ.ზ-ს სახლში სუფრა ჰქონდა გაშლილი, სადაც ორმა პირმა მისი მეუღლე გემრიელი საჭმლისთვის შეაქო, ამ ფაქტმა კი ზ.ზ-ს გაღიზიანება გამოიწვია და ცოლს ყელი გამოჭრა.
ირკვევა, რომ კაცი დააკავეს, თუმცა მალევე გამოუშვეს, რის შემდეგაც, ადგილობრივის თქმით, "ზ.ზ.-მ დაწყებული საქმე დაასრულა" და ცოლი შვილების თანდასწრებით მოკლა, მანამდე კი ე.წ. ბირჟაზე მივიდა და ზემოთხსენებული ორ კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
სუფრა ჰქონდათ, ბევრი ხალხი იყო. ეს ცოლი კარგ საჭმელს აკეთებდა და შეაქო ორმა მამაკაცმა, ხელზეც აკოცესო ამბობენ, იმ საღამოს მთვრალზე კაცს უეჭვიანია და ცოლს საღამოს ყელი გამოჭრა. დაზიანებები მსუბუქი იყო და ქალი გადარჩა. კაცი კიდე დააკავეს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს. ამის შემდეგ, ეტყობა ამ კაცმა ვერ დაივიწყა ეს ამბავი, დაწყებული საქმე დაასრულა, არ ვიცი რა დაემართა, ბირჟაზე მიუვარდა იმ ორ ტიპს და იარაღიდან ესროლა რამდენჯერმე. მთელი უბანი პანიკაში იყო. ამის მერე სახლში მისულა და ცოლი შვილების თანდასწრებით მოუკლავს", - ამბობს ადგილობრივი.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ზ.ზ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
წყარო: ტვ. პირველი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5