მე პირადად მოვალ კურსკში და დავდგები იმ ტყვიების წინ, რომელსაც თქვენ ესვრით რუსებს"
| რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, დავით ცეცხლაძე
რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევით ოპერაციაში მონაწილე ქართველ მებრძოლებს „იარაღის დაყრისკენ და სახლში დაბრუნებისკენ“ მოუწოდებს. ცეცხლაძე მათ „დაქირავებულებად“ მოიხსენიებს:
„კურსკის რაიონში ქართველი დაქირავებულების გამოჩენა თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგაა მიმართული. მოვუწოდებ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მყოფ ყველა ქართველს, დაყარეთ იარაღი და დაუბრუნდით ოჯახებს! ეს არ არის თქვენი ომი.
მე პირადად მოვალ კურსკში და დავდგები იმ ტყვიების წინ, რომელსაც თქვენ ესვრით რუსებს“, - ამბობს ცეცხლაძე.
ცნობისთვის, ცეცხლაძე აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან და მხარს უჭერს უკრაინაში პუტინის აგრესიას.
შეგახსენებთ, უკრაინის არმია კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შევიდა. იქ იმყოფებიან ქართველი მებრძოლებიც. შესაბამისი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღეა ვრცელდება.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 30-35 კილომეტრის მანძილით წაიწიეს წინ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 117