ის ზუსტად 14 დღე გაგრძელდება და 28 აგვისტოს დასრულდება ღვთისმშობლის მიძინების დღეს.
🌺 წმინდა ქალწული არის ჩვენი ყველაზე დიდი მეოხი უფლის წინაშე, ამიტომ თითოელი ჩვენთაგანი უნდა ვეცადოთ, მცირედით მაინც შევძლოთ დავიცვათ ეს მარხვა, ამ მძიმე დროს.
🌿 საქართველოში იმდენად დიდი სიყვარული იყო ღვთისმშობლის მიმართ, რომ ქართველები განსაკუთრებული მოწიწებითა და კრძალვით იღვწოდნენ მარიამობის მარხვაში.
🙏 მარიამობის მარხვაში არ იჭმევა თევზი, რძის პროდუქტები, ხორცი, კვერცხი.
🌿 ვეცადოთ ამ დღეებში ხშირად ვილოცოთ ღვთისმშობლის წინაშე, ვიკითხოთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი, ლოცვები – “მოწყალებისა კარი განგვიღე”… ” ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ..” გამოვითხოვოთ წყალობა და დალოცვა ჩვენი ტკბილი დედისაგან.
🙏 ,,ყოველადწმინდაო ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ”
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1