ივლისი 7,2024
ჩვენ ვახორციელებთ ორმხრივი ურთიერთობის აბსოლუტურ გადახედვას და სამწუხაროდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჭირო იყო წვრთნების გაუქმება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.
როგორც დანიგანმა აღნიშნა, იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაბალანსდება.
„ვფიქრობ, თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება ძალიან მკაფიო იყო. სამწუხაროა, მაგრამ გაუგებარი არ არის. მე ძალიან მკაფიოდ ვამბობდი, რომ ეს არ არის ის, სადაც შეერთებულ შტატებს სურს, რომ იყოს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩვენ ვახორციელებთ ორმხრივი ურთიერთობის აბსოლუტურ გადახედვას და როგორც ამ განხილვის ნაწილი, სამწუხაროდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჭირო იყო აღნიშნული წვრთნების გაუქმება, პარტიის ზოგიერთი წევრის საჯარო განცხადებების გამო აშშ-სა და ჩვენს განზრახვებზე ამ ქვეყანაში. ასე რომ, ვფიქრობ, შემიძლია, გავიმეორო თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მკაფიოა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება“, – განაცხადა ელჩმა რობინ დანიგანმა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7
წაეთრიეთ საერთოდ რა მოუტანა თწვენმა ქვეყანამ საერთოდ მსოფლიოს სისხლი და ხალხის ხოცვა.ყველა ომი თქვენი ეამოწყობილია და ისე ააშენეთ ამერიკა.ბრიტანეთი კიდევ სულს ღაფსვდა და ამერიკის ზურგს ამოეფარა იდე დაიწყო საქართველოს ნგრევა რუსეთან ერთად.არ გამოგიბათ იმიტომ რომ ქართველი ხალხი არის უფლის სავანე ...