Предыдущая публикация
არც არაფერია.
დღეს თუ ვართ ხვალ უკვე წარსულში
დავრჩებით.არავინ არ ვიცით დრო, ვის, სად წაგვიყვანს ვიზრუნოთ სულისთვის და არა ხორცისთვის.ვაჩუქოთ ერთმანეთს
სითბო და სიკეთე! გაუთბოთ ერთმანეთს ნატკენი გულები! გული თუ გატკინეს!?
დახუჭე თვალები და ნუ გაიფიქრებ უსურვო მას ცუდი. გიყვარდეს მოყვასი,
მისივე ცოდვებით. უფალი შეუნდობს,
შენ ნურასდროს განსჯი..არასდროს დაკარგო რწმენა და იმედი..და დილას ხვალისას შეხედე იმედით.ადიდე უფალი!
და უფლის მცნებები. იზრუნე სულისთვის და არა ხორცისთვის.ეს არის ცხოვრება, ჩვენ კი ვართ სტუმრები..დღეს თუ ვართ ცოცხალნი ხვალ აღარ ვიქნებით...
ავტ/მარიამი/25.09.2016
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 100
ცხოვრება დაგვიდგა უღვთო და ურჯულო,
სულსა და გონებას სიბილწით ვრყვენთ,
შენს სახელს ვახსენებთ ურცხვად და უგულოდ.
წმიდაო უფალო, შეგვინდვენ ჩვენ !
არ გვიყვარს მოყვასი, არც ღმერთი მაღალი,
სიკეთე არ გვახსოვს, ბოროტსა ვქმენთ;
მოგვმადლე გულები წრფელი და მართალი.
წმიდაო ძლიერო, გვიწყალენ ჩვენ !
შენა ხარ მზრუნველი მამა და მშობელი,
შენს მოსიყვარულე შვილებად გვქმენ,
უშენოდ მწარეა ეს წუთისოფელი.
წმიდაო უკვდავო, გვაკურთხენ ჩვენ !
გთხოვ, შენს სიყვარულში კვლავ გაგვაძლიერო,
მოშიშნი,მდაბალნი,ერთგულნი გვყვენ.
წმიდაო უფალო, წმიდაო ძლიერო,
წმიდაო უკვდავო, გვაცხოვნენ ჩვენ !!!
თუმცა ბევრი რამ დამრჩა იარად
მერე რა თუ ვერ გამიგო ბევრმა
მე მაინც ვრჩები ადამიანად
მეც ბევრჯერ დავშრი ბევრჯერ მომწყურდა
შემომთავაზეს წყარო ზიარად
მე ჩემი წყარო უნდა ვიპოვნო
და ასე დავრჩე ადამიანად
მე მოკვდავი ვარ ცდუნებებიც მაქვს
ლანდით მჩრდილავდა ფრაზა ფრთიანი
არ მაქვს არც ფული არც ჯილდო არ მაქვს
არ მაქვს მაგრამ ვარ ადამიანი.
სიცოცხლე , როგორც სანთელი იწვის.
გული უძირო ყველაფერს იტევს.
ზეცამდე ადის სურნელი მიწის
და მიხარია , მფარველობს ქრისტე.
ამხნევებს ძალა პირჯვარის თითებს.
ქრისტეა ყველგან- შენში და ჩემში.
დღე გზას მინათებს . ღამეებს მითევს
და მიტომ ჰქვია კეთილი მწყემსი.
რწმენაა ჩემთვის ძლიერი ფესვი.
გული თქვენ სითბოს უზომოდ იტევს.
მე დილის ლოცვა ვიგემე , შევსვი
და მიხარია , მფარველობს ქრისტე .