ერი ძირძველი ქართველი..
მუხლწლოვან ბერის ლოცვიდან
გვესმის სიტყვები მფარველის..
საუკუნეებს მოიცავს
ჩვენი მტრის ჩუმი მზაკვრები..
და უკუნეთის ცოდვისგან
გვიხსნის ლოცვა და ტაძრები..
კვლავ ვუყურებდი ბორცვიან
მიწას ბოძებულ გამჩენის..
ურჯულონი შემოდიან
გაჩეხეს საფერავები..
გაკაფეს რაც კი მსხმოიარს
დათესეს უცხო მარცვლები..
დავკარგეთ კალაპოტი და
სხვაგან მონებად ვბარდებით..
სამშობლო დღეს ობოლია
ასე ვერ განვითარდებით..
აქეთ რუსეთი თავსგვესხმის
იქ გარეჯს გვართმევს აზერი..
სიყალბის მარათონია
დროა თვალების ახელის!
წართმეულ მიწებს გავცქერი
ყელში ცრემლი მკლავს ბოღმისგან..
ჩაგიცვავს შავი ჩადრები
თვალს ვერ გისწორებ მგლოვიარს..
ოდეს გიხილო აღსდგები
შენს მტერს კი გვამად მწოლიარს!!!
მემკვიდრევ შენ თამარ მეფის
მიწავ მორწყულო სისხლითა..
შეგვინდე ეს ხანა მკვდრეთის
დაგლოცოს ღმერთმა პირჯვრითა!
ღმერთო მოგვფინე ნათელი
იყავი ჩვენი გზამკვლევი..
ბნელი შეცვალე ნათელით
დასრულდეს მტერის თარეში..
სახლს დაუბრუნე ქართველი
დალოცე ემიგრანტები..
უფალო გემუდარები
იყავი ჩვენი მფარველი!
ავტ:†ᘛᘜஞაბარպსთაველჲᘝᘞ†
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1