Предыдущая публикация
მე ქართველი ვარ სიტყვით და ვარ ქართველი მარად! მე მაქვს უფლება სისხლით – რისხვით ვიცავდე მამათ! მე მაქვს უფლება სიბრძნით – სიმწრით ვკიცხავდე ღალატს! ვალდებული ვარ ფიქრით, ჩემი არსებით, ცხადად: რომ თაყვანს ვცემდე უფალს მამა–პაპათა გვარად. მე ქართველი ვარ სისხლით და საქართველო – გვარად; მე ქართველი ვარ ფიქრით და საქართველო მარად! მე მაქვს უფლება გმინვით, მტერს მახვილს ვცემდე ბარად... მთაში ამოსულს მოყვრად მოყვრულად ვცემდე სალამს. ვალდებული ვარ, ვიცი და მოვალე ვარ, თავად საქართველოსთვის ძგერდეს ეს ჩემი გული მარად! ეს იყო დიდი ფიქრი: შოთას, ილიას, ვაჟას... ეს იყო დიდი ფიქრი: თამარის, ცოტნეს, შალვას
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2