ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს! "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" ყოფილიყოს თქვენი ოჯახების მფარველი და შემწე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაიფაროს სრულიად საქართველო, ამ ესოდენ ძნელბედობის ჟამს.
დღეს ყოველმა ჩვენგანმა წავიკითხოთ სავედრებელი ლოცვა "დედოფლისა - სიხარულის მომნიჭებელისა" და ვევედროთ ღვთისმშობელს ყოველი ჩვენი ახლობელი ადამიანისთვის.
სავედრებელი ლოცვა
ჵ, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დედოფალო ყოველთაო, მიიღე სავედრებელი ესე და ისმინე ჩუენი წინაშე სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა ქვეშე შევრდომილთა ვედრებაჲ, გარდამოიხილე ზეცით და მოხედე სამკვიდრებელსა ქართველთასა და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩვენსა და განამტკიცე იგი. დაიცევ წმიდა ეკლესიაი ივერიისა და ყოველნი შვილნი მისნი, უწმინდესი და უნეტარესი მამამთავარი ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი სრულიად საქართველოისა, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.
ჵ დედოფალო ზეცისა და ქვეყანისაო, გარდამოავლინე დედობრივი კურთხევაჲ ეგე შენი ქალაქთა, სოფელთა და ყოველსა სახლსა ზედა ქრისტიანეთასა, გაამთლიანე მრავალჭირნახული წილხვდომილი ქუეყანაჲ ესე შენი, დედაო ღმრთისაო, გევედრებით: განკურნენ უძლურნი, გამოიხსენ განსაცდელთა შინა მყოფნი, განარინენ ზღვასა შინა მავალნი და უცხოეთს მცხოვრებნი ყოველნი ქართველნი მშვიდობით დაუბრუნე სამშობლოს თჳისთა.
ჵ ყოვლადსაგალობელო ღმრთისმშობელო, დაიცევ ერი შენი ყოვლისაგან ჭირისა, სნეულებისა, სიყმილისა, სვრისა, ძვრისა, კვლისა, სეტყვისა, ცეცხლისა და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან. შენ გევედრებით ყოვლადწმიდაო დედოფალო, შევრდომილნი წინაშე წმიდასა ხატსა შენსა, მოწყალე იქმენ ჩუენ ზედა და შეგვიწყალენ და საშინელსა დღესა მას განკითხვისასა შუამდგომლობითა და მეოხებითა შენითა ღირს გვყვენ დადგომით მარჯუენით ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რონელსა შუენის ყოველი დიდება და თაყუანისცემაჲ, თანადაუსაბამოით მამით მისით და სახიერით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 19
დედაო ღვთისავ,
ღვთისმშობელო ჩემო, მარიამ,
ვდგავარ მე შენს წინ
მუხლმოყრილი,ერთი მხევალი,
შენი წილხვედრი ცა და მიწა მტკივა ძალიან,
და იწურება გული როგორც მწიფე მტევანი.
ნუ გაგვიწყრები,
გევედრები,ნუ გაგვიწყრები,
დათოვლილ სულზე მოგვაფინე თბილი მანტია,
მზევ,სვეტიცხოვლის გუმბათს ავად ნუ აწვიმდები,
რამეთუ გულში ჩემი უფლის კვართი მარხია.
დედაო ღვთისავ,
ცრემლით ვალბობ შენს ფეხის გულებს,
და ბაგე ჩემი გიჩურჩულებს ვითარცა სიო,
ბებერი მუხა-საქართველო გადამირჩინე,
და მუმლი მასზე,გევედრები,არ შემისიო.
ანთებულ სანთლებს შუა ვდგავარ,
მეც ვიღვენთები,
ლოცვას ჩურჩულებს ბაგენი და დარდით ფითრდება,
სჯობს რომ სიკვდილმა შემინგრიოს შუბით ფერდები,
თუ იბერია,საქართველო არ გაბრწყინდება.
დედაო ღვთისავ,
მკერდს მიკრული იესოს მადლით,
ნუ გამიწბილებ გარიჟრაჟზე ლოცვებს აფრენილს,
უფალს -სამშობლოს, სამშობლოს -უფალს,
მხურვალედ ვადრი,
კურთხეულ იყოს უკუნისამდე მათი სახელი.
ნუ გაგვიწყრები,
გევედრები,ნუ გაგვიწყრები,
დათოვლილ სულზე მოგვაფინე თბილი მანტია,
მზევ,სვეტიცხოვლის გ...Ещёდედაო ღვთისავ
დედაო ღვთისავ,
ღვთისმშობელო ჩემო, მარიამ,
ვდგავარ მე შენს წინ
მუხლმოყრილი,ერთი მხევალი,
შენი წილხვედრი ცა და მიწა მტკივა ძალიან,
და იწურება გული როგორც მწიფე მტევანი.
ნუ გაგვიწყრები,
გევედრები,ნუ გაგვიწყრები,
დათოვლილ სულზე მოგვაფინე თბილი მანტია,
მზევ,სვეტიცხოვლის გუმბათს ავად ნუ აწვიმდები,
რამეთუ გულში ჩემი უფლის კვართი მარხია.
დედაო ღვთისავ,
ცრემლით ვალბობ შენს ფეხის გულებს,
და ბაგე ჩემი გიჩურჩულებს ვითარცა სიო,
ბებერი მუხა-საქართველო გადამირჩინე,
და მუმლი მასზე,გევედრები,არ შემისიო.
ანთებულ სანთლებს შუა ვდგავარ,
მეც ვიღვენთები,
ლოცვას ჩურჩულებს ბაგენი და დარდით ფითრდება,
სჯობს რომ სიკვდილმა შემინგრიოს შუბით ფერდები,
თუ იბერია,საქართველო არ გაბრწყინდება.
დედაო ღვთისავ,
მკერდს მიკრული იესოს მადლით,
ნუ გამიწბილებ გარიჟრაჟზე ლოცვებს აფრენილს,
უფალს -სამშობლოს, სამშობლოს -უფალს,
მხურვალედ ვადრი,
კურთხეულ იყოს უკუნისამდე მათი სახელი.
ნუ გაგვიწყრები,
გევედრები,ნუ გაგვიწყრები,
დათოვლილ სულზე მოგვაფინე თბილი მანტია,
მზევ,სვეტიცხოვლის გუმბათს ავად ნუ აწვიმდები,
რამეთუ გულში ჩემი უფლის კვართი მარხია.
შორენა ზაქრაძე ( შორეული)