😆
კაცი რომ შემოგხედავს, სერიოზულ ადამიანს ჰგავხარ, ამ დროს სტუდიაში ხან ისეთ რეგვენს წამოსვამ ხოლმე, ეს შთაბეჭდილება საერთოდ ქრება.
რა არი, ბიჭო, ნებიერიძის მსგავსი ქარაქუცებით გადაცემას აბალანსებ? უი, საზოგადოებას ,,ნაცების'' სახეს აჩვენებ? მაგ ,,დაბალანსებამ'' და ,,ნაცების'' სახის ჩვენებამ ქნა, რომ ჩვენი ახალგაზრდების ერთი ნაწილი უკვე გასულია მომსახურების ზონიდან და გამოთაყვანდა!
🤓
შენც და სხვა ,,ტელევიზიონშიკებსაც'' გეკითხებით: რა ნიშნით დაათრევთ ვინმე ნებიერიძეს სტუდიიდან სტუდიაში, რამე განსაკუთრებული სტატუსი აქვს? ჭკვიანური აზრები აწუხებს? განსაკუთრებული ლოგიკით და მეტყველებით გამოირჩევა? ვიზუალურად არ ჰგავს თოვლზე მიფსმულს? ალენ დელონს ტოლს არ უდებს?
ამიხსენით, რატომ? მისი ერთადერთი ,,ღირსება'' ხომ მხოლოდ ის არის, რომ ერთი გამოშტერებული ,,ნაცია''?!
🤓
კარგი, ჰო, ეს გატლეკილი არარაობა ცნობილი ალფონსი და ,,კარტოჟნიკი'' რომ არ იყოს, უკრაინიდან პანჩურებით გამოგდებული რომ არ იყოს, ამჟამინდელი ე.წ. ცოლი სახელმწიფო სამსახურში რომ არ ჰყავდეს დასაქმებული და მისი ხელფასით არ არსებობდეს, საკუთარი შვილები რომ არ ჰყავდეს მიტოვებული, დასვით, ჭკუა მოჰკითხეთ, რა ჩემი საქმეა, თქვენი საქმისა თქვენ იცით, მაგრამ ამასობაში საზოგადოების ერთი ნაწილი რომ შტერდება და ამის დონემდე ეცემა, ეს არაფერი?!
🤓
მიდით, მიდით, დააბალანსეთ რეგვნებისა და თახსირების ხარჯზე, ჩვენს ნერვებსა და თავმოყვარეობას არ გაუფრთხილდეთ.
კაი, ჩვენსას არ უფრთხილდებით, ჩვენი თავმოყვარეობა არაფრად გიღირთ, საკუთარიც არ გაგაჩნიათ? როდესაც რესპონდენტებს იწვევთ, იმაზე არ ფიქრობთ, ვინ არის, რას წარმოადგენს და რა ავტორიტეტით სარგებლობს საზოგადოებაში? კი, ბატონო, შეიძლება ,,ნაცი'' მიიყვანოთ სტუდიაში, მაგრამ ხომ შეიძლება, ისეთი მიიყვანოთ, რომელსაც გონება ცოტაოდენ მაინც უმუშავებს? ვიცი, ძნელია, რთულია, მაგრამ ცოტაოდენ-მეთქი, გეუბნებით, ეგეთი რეგვნები ნუ მიგყავთ!
😂
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1