ძვირფასო მოყვასნო, ნუ გვიკვირს სასჯელები რაც საქართველოს დაატყდება ხოლმე თავს! ბილწსიტყვაობამ და ქალთა ურცხვობამ (სიშიშვლემ) წალეკა ქრისტიანული მორალი!
საინტერესოა, ქართველი ქალები (დიდი თუ პატარა) როგორ ახერხებენ ტაძრებში შემოსილი დგომას ფარისევლებივით და გარეთ კი უკაბოდ ქვედა საცვლების ამარა სიარულს.
სხეულის სიშიშვლე, სულიერი სიშიშვლის მანიშნებელია
„ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური“ (მათ. 18,7).
ვაი შენც, დედაკაცო, როცა უკრძალველად შემოსილხარ და მამაკაცთა საზოგადოებაში მიდიხარ! და თავს ნუ მოიტყუებ: როცა ამგვარად იქცევი – სხეულს იშიშვლებ, ან შემოტკეცილ სამოსს იცვამ, რომ შენი ტანის ხიბლები წარმოაჩინო, – აქ უცილობლად იმალება სიძვის ვნება, ლტოლვა იმისკენ, რომ მამაკაცთა გულებში ავხორცული გულისთქმა აღძრა, ანუ სწორედ ის „საცდური“, რომლისათვის „ვაი“ შენდა.
შესაძლოა აქ არაა ცხადი მიზანი ვინმეს ცოდვაში ჩაგდებისა, მაგრამ ეს დანაშაულს არ ამცირებს.
თუნდაც იდუმალი, ჩვენს მიერ არც მთლად გაცნობიერებული ავხორცობა, მაინც შხამია, რომელიც წამლავს ჩვენს გულს, ხოლო როცა იგი ჩვენს გარეგნულ საქციელში გამოვლინდება, უკვე საცდურად იქცევა, მოყვასის დამაბრკოლებელ მიზეზად, შხამად, რომელიც ჩვენს გარშემომყოფ ადამიანთა სულებს განგმირავს, და ამიტომ ის აღარაა მცირე ცოდვა.
უფალმა თქვა: „ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა“ (მათ. 5,28).
გამოდის, რომ შეიძლება ითქვას: დედაკაცო, შენ სახლიდან გამოხვედი ეროტიკულად მიმზიდველ სამოსში, ქალაქში ნახევრად შიშველი დადიოდი, დღეს მრავალს უჩვენე შენი სხეულის სილამაზე, მრავალი მზერა დაატკბე შენი გარეგნობის საამურობით. მაშ იცოდე, რომ ამ დღეს შენ მრავალთან იმრუშე!
და „ვაი“ შენდა, რამეთუ შენს მიერ დღეს ქუჩებში „საცდური“ დადიოდა.
ყოველი ხილული (გარეგნული) მის შინაგანზე მოწმობს, ხოლო უხილავით (შინაგანით) ხილული შეიცნობა. ადამიანის სხეული არის ტაძარი ღვთისა, გული კი „საკურთხეველია“ სხეულისა (ტაძრისა), მასში თავმოყრილია ყოველი თვისება ადამიანისა, როგორც კარგი, ასევე ცუდიც. როგორი საუნჯეც აქვს კაცს გულში დაგროვილი, მასვე წარმოაჩენს.
თესლი, რომელიც ადამიანის მიერ ფარულად, სხვათაგან დამოუკიდებლად არის მიწაში ჩამარხული (დათესილი), თავდაპირველად დაფარულია კაცთაგან, ხოლო როდესაც მისგან მცენარე ამოვა, მაშინ ყველასთვის ნათელი ხდება მისი რაობა. ხილულად აღმოცენებული ნერგით ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რა იყო მიწაში დათესილი.
არც კაცი, არც ბალახი არ გაჩენილა თავისი გარეგნული იერის გარეშე ღვთის მიერ. მაცხოვარი სახარებაში ამბობს: „ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი, ანუ კუროისთავთაგან ლეღვი? ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათ. 7,16-20). ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა.
არ შეიძლება ყურძენმა ლეღვი ან ატამი გამოისხას, რადგან ეს ბუნებრიობას ეწინააღმდეგება. ასევეა ადამიანებშიც, რა თესლსაც დათესს თითოეული თავის სულსა და გულში, მის შესაფერის ნაყოფს მიიღებს, რომელიც გამოვლინებას შესაბამის იერსა და ქმედებაში ჰპოვებს.
ნებისმიერი პროფესიისა თუ ხელობის ადამიანი, იქნება ეს ექიმი, მომღერალი, დურგალი, სამხედრო თუ სპორტსმენი, ატარებს თავისი საქმიანობისთვის დამახასიათებელ, შესაფერის ტანსაცმელს - ფორმას და ხშირად ჩვენ მათ სწორედ ამით შევიცნობთ. მეომარი აღკაზმულია საომარი ფორმით, აბჯრით, იარაღით და ა.შ. ანალოგიურად ექიმიც, სპორტსმენიც და სხვა.
სასაცილოა, თუკი მეომარს ექიმის სამოსით, ხოლო დურგალს საბრძოლო ფორმით ვიხილავთ. და თუ ჩაცმულობას ასეთი ძირეული მნიშვნელობა აქვს, ამა თუ იმ პროფესიისა და ხელობის ადამიანებში, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ადგილი ქრისტიანობაში.
ის, რომ ჩვენ ქრისტეს შვილები ვართ და მორწმუნეები გვქვია, საკმარისი არ არის, რადგან ეს ყველაფერში უნდა გვეტყობოდეს როგორც ჩაცმულობაზე, ასევე გარეგნულ იერზეც.
დღესდღეობით ძალიან აქტუალურია ჩაცმის თემა. განსაკუთრებით ეს სუსტი სქესის წარმომადგენლებს - მანდილოსნებს ეხება. ქრისტიანი ქალი თავისი სულიერი და ფიზიკური სრულყოფის მაგალითს ღვთისმშობელში უნდა ხედავდეს.
შინაგანი ყოველთვის დაკავშირებულია გარეგანთან და პირიქით. მე თუ ვინმე გულით მიყვარს, ყველანაირად ვცდილობ, გამოვავლინო ეს, მისდამი თბილი ქცევით. არ შეიძლება, ვიძახო „მიყვარს“ და ყოველდღე გამეტებით ვცემო. არსი განსაზღვრავს ქმედების ხარისხსა და ფორმას.
ასევეა სარწმუნოებაშიც, არ არის საკმარისი, ქრისტიანი მხოლოდ სახელად გერქვას, ეს ყველგან და ყველაფერში უნდა გეტყობოდეს.
სასულიერო პირები, ცდილობენ, რომ ყველაფრით და ყველაფერში მიბაძონ ქრისტეს. ატარებენ წვერს, ანაფორას, ჯვარს, რადგან ეს ყველაფერი აუცილებელია მათი შინაგანი რწმენის გარეგნული გამოხატულებისათვის.
ქალი, რომელიც თავის სხეულს ნახევრად შიშველს ატარებს ემსგავსება მეძავს, რადგან ის ყოველ ადამიანში ვნების ცეცხლს აღანთებს და მრუშობისაკენ უბიძგებს ისე, რომ ამას შეიძლება თვითონაც ვერ აცნობიერებდეს.
მეძავს შუბლზე არ აწერია, რომ იგი მეძავია, ჩაცმულობა და გარეგნობაა მისი მამხილებელი. გარეგნული სიშიშვლე, შინაგანი, სიშიშვლის მანიშნებელია. მადლს თვისება აქვს დაფარვისა, ხოლო ცოდვას სიშიშვლისა, გამოაშკარავებისა.
რატომ არ ფიქრობ იმაზე, რომ სხვისი დაბრკოლების მიზეზი ხდები, ამით ორმაგ სასჯელს იმკი, როგორც მაცთუნებელი. დაისჯება ცდუნებულიც, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც საცთური მოდის, იგი ორმაგად მიიღებს სამაგიეროს. ადამიანს, რომელსაც ვულგარულად აცვია, შეუძლია თამამად თქვას, რომ არ გახდება სხვისის ცთუნების მიზეზი?
სიშიშვლე აღანთებს ვნებას, რომელიც ბადებს სურვილის, მრუშობის აზრს, მრუში აზრი კი საწინდარია მისი განხორციელებისა და შესაბამის ცოდვაში ჩავარდნისა.
ადამიანი ცოდვით დაცემამდე მართალია შიშველი იყო, მაგრამ იგი არ საჭიროებდა მატერიალურ სამოსს, რადგან შემოსილი იყო სულიერი, მადლისმიერი სამოსით, ხოლო ცოდვით დაცემის შემდეგ მან იგრძნო სულიერი სიშიშვლე და შეიმოსა ხორციელად. შერცხვათ ერთმანეთის, რადგან გაჩნდა ვნება და რაკი იგი შემოვიდა კაცობრიობაში, საჭირო გახდა სხეულის მატერიით შემოსვა.
ნუთუ დღესდღეობით ადამიანებმა ისეთი სიწმინდეს მიაღწიეს, რომ აღდგნენ პირველყოფილ, უცოდველ მდგომარეობაში და აღარ საჭიროებენ სხეულის დაფარვას? ცხადია, ეს სრული სიცრუე და აბსურდია, მაშინ ამას სხვაგვარი ახსნა ჰქონია, ისინი ატარებენ უდიდეს ვნებას, რომელიც თან დააქვთ ყველგან და არც სურთ, რომ დაფარონ იგი.
ზოგს, პირიქით, საამაყოდაც გაუხდია სიშიშვლე და სიამოვნებასაც განიცდის ამით. ფიქრობენ, რომ ყურადღების ცენტრში ექცევიან, მაგრამ ნეტა ვისი? ეშმაკისა და მათი მსახურების.
ასეთნი ხდებიან მიზეზი საცთურისა და სიბილწისა. თუკი ცოდვით დაცემამ პირველქმნილ ადამიანთა შორის სირცხვილის გრძნობა წარმოშვა, საუბედუროდ, დღეს ეს დაიკარგა ჩვენში.
ადამიანი, რომლის გული გამთბარია ჭეშმარიტი ღვთის რწმენითა და სიყვარულით, გონება კი გაშუქებულია ღვთის მოძღვრების ბრწყინვალე სხივებით, მოქმედებს იმ რწმენით, რომ ქმნილებაა ღვთისა და ამის გამო სურს, განუწყვეტლივ კავშირში იყოს ღმერთთან და ყველანაირად დაემსგავსოს თავის შემოქმედს.
რა იქნება ტანჯვა წარწყმედილთა?
ამას ვერ წარმოიდგენს გონება კაცისა სრულებით, მხოლოდ არის თქმული, რომელ იგინი იქნებიან ბნელსა გარესკნელისასა, სადაცა ცეცხლი მათი არა დაშრტების, და მატლი მათი არ დაიძინებს.
წმ. მამათა სწავლებებიდან
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4
ვიცვამდი ლამაზად და არა ისე რაც სხვის სულელურ აზრებს აღზრავდა და ვინმე მომაჩერდებოდა 380გრადუსით .
არა გამომწვევად ვიყავი სულ და დღემდე მასე ვცხოვრობ და თავსშვიდათ ვგრძნობ როცა არავინ მაქცევს ყურადღებას.
მაგრამ ერთი რამ ვერ ამოვიგდე ცხოვრების წესიდან კაბა ხომ მიყვარს ,მაგრამ არა ნაკლებად შარვალიც მიყვარს რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ აი ამას ვერაფრით ვერ ვასწორებ .უფალმა მაპატიოს.