და თუ, გავა წლები და…
დრო ყველაფერს წაიღებს, რაც კი
წასაღებია…
მე შიშველი ვერხვივით,
გაძარცული დაგხვდები…
ახლა პაემანზე რომ, შენ მაგივრად
მხვდებიან…
როცა მომენატრები…
მოვალ, ფიქრებს გაგიმხელ…
შემოვისხამ ფოთლებს და ხელში, თეთრი
ვარდებით…
ღამით დაგესიზმრები და ვერსაით
წამიხვალ…
ქარის გამოქროლებაზე, შენში
ავშრიალდები…
როცა მომენატრები…
წავალ, ვივლი მანამდე…
სანამ არ გიპოვი და გულს, შენამდე
მოვიტან…
სანამ, არ დაგპატიჟებ, თუნდაც, ჭიქა ყავაზე…
სანამ, მე შენს თვალებში, თავს, ისევ არ
მოვიკლავ…
როცა მომენატრები…
და თუ, ვეღარ გიპოვე…
ზამთარმა თუ მომისწრო, თეთრ ფერებში
გამხვია…
შენ სიყვარულს მე გულში, უფრო ღრმად
ჩავიტოვებ…
შენს სიყვარულს, უმზეოს, ჩემს გულში რომ
მარხია…
როცა მომენატრები…
წლები როცა გავა და
თუ სიბერე სიცოცხლეს, უშენობით
დააჭკნობს…
მე ლექსებში დავრჩები…
მერე სადღაც წავალ და…
უკან აღარასოდეს დავბრუბდები,
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев