"..
ქარი სიმეტრიულ, ვნებებს, აჰყოლია..
სულში, ითოვებს და სევდად, გამეფდები..
ჯერაც, თებერვალის, მთვარე არ ჩამდგარა..
მე კი შენს თვალებში, იებს ვეფერები..
ისევ საფერავით, ვიცხრობ, იარებს და..
ზამთრით, გატანჯული, გეძებ ბარათებში..
მზერას მომერია, თითქოს, მერცხლის სევდა..
განცდა არ მასვენებს, შენი დაბრუნების..
ვარდის ცრემლი ხარ და მარტის თავბრუსხვევა..
თქეშად მოვარდნილი, წვიმა სამაისო..
ვიდრე, სევდის რითმი,ლექსებს გადაედოთ..
სუნთქვა ამიყვავეთ, მარტის ნარცისებო..
ბინდი საფირონის, ცას რომ, ასე მშვენის..
ნაზი ღამეებით, მათბობს, თებერვალი..
რარიგ ლამაზია, ქვეყნად ოთხი, დრო და..
შენი ერთადერთი, მზერა, ქარვისფერი...
ქარი სიმეტრიულ, ვნებებს, აჰყოლია..
სულში, ითოვებს და სევდად, გამეფდები..
ჯერაც, თებერვალის, მთვარე არ ჩამდგარა..
მე კი შენს თვალებში, იებს ვეფერები..ზ.ბ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев