Предыдущая публикация
,,ასე ცარიელი გრძნობით,
ჯერ არ დავრჩენილვარ ღმერთო,
ბედზე მინდობილი ლოცვით,
თითქოს მივჩანჩალებ ექოდ...
განა ნაბიჯია სუსტი,
ძალა აღარ მიშვებს, ვჩემობ,
ვჩემობ ამ ჯიუტი გულით,
რადგან რწმენის ნაგლეჯს ვერ ვთმობ.
ხანაც ცრემლი ვარ,
ხან სითბო,
ხანაც გარდასახვა ფიქრის,
როცა ყველაზე მეტს ვღიმობ,
მაშინ უფრო ძლიერ მიჭირს.
როცა რწმენას გავცემ ულევს,
როცა სხვისთვის ვეძებ შვებას,
სხვის გულს იმედით რომ ვავსებ,
ჩემი უპატრონოდ მრჩება.
ასე ცარიელი გრძნობით,
ჯერ არ დავრჩენილვარ ღმერთო,
ბედზე მინდობილი ლოცვით,
შენსკენ მოვჩანჩალებ,
გჩემობ...."
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев