02.2013. ზ.ნ.
ერთხელ ხევში ჩავვარდი. (იდგა ჯანღი ლანდების)
მერე მთლად დალეწილი ამოვედი ხევიდან,
მე -- ჯიუტი მოლექსე, გზიდან გადავქანდები
და საკუთარ დუმილში ანარქიას შევიტან.
ჩემს ცხოვრებას ჩამოვგლეჯ მუქ მეწამულ ვუალებს,
შორს გრიგალი წამიღებს, მახინჯი და მელოტი,
ვიცი, სუნთქვა ნიავის ჩემში ირიტუალებს,
მაგრამ ფრენას გრიგალში დიდი ხანი ველოდი!
ზვიად, სულის სიმშვიდეს ნეტავ, რატომ ვერ იტან,
რატომ ირჩევ ფრაგმენტებს უგემური ბინდების,
შფოთვა რატომ არ მიდის სულის მონასტერიდან,
ანდა, ფართხალს ქაოსის რატომ არ უშინდები?
ნეტავ, რომელ ბილიკზე მიქრის შენი კარეტა,
რად მიყვები მეეტლეს შენს საკუთარ საფლავზე?
უმშვიდესი ძეგლივით რად ხარ მხოლოდ გარედან,
შენი სული ღრუბლებში რატომ ვერ მოათავსე?
ალბათ, გაჩნდი ასეთი: მხოლოდ ყოფნის ფობია
განჯღრევს, როგორც ოდისევსს პოლიფემეს ღრიალი,
იცი?... შენი ასეთად ყოფნა შენთვის ჯობია,
რომ მიწაზე ანთხიო მიწის ორომტრიალი!...
ასე გაუჩენია უფალს შენი შვება და
შენც შენს თავზე მოირგე განაჩენი ასეთი:
ღეჭე სულის სავანე, რაც აქამდე გებადა
და კალამით მოაწყვე ირგვლივ საგანგაშეთი!
მხოლოდ ფიქრებ აყევი, ჯიუტებს და კაპასებს,
სულის სიმზე აჟღერე სტრიქონები ლორკასი,
მხოლოდ მათ მოეფერე, ვინც გისმენს და გაფასებს,
ცხვრებთან მშვიდი იყავი, ურჩხულებთან -- ლომკაცი.
განერიდე სატანას, სხეულს გარს რომ უვლიდა,
როცა სააქაოში არ იყავი ფიქრებით,
ენდე ღმერთს და მის სიტყვას, გზავნილს ლურჯი ღრუბლიდან:
ის დარჩება, როდესაც ქვეყნად აღარ ვიქნებით!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5
დუმილის ანარქია 26.02.2013. ზ.ნ.
ერთხელ ხევში ჩავვარდი. (იდგა ჯანღი ლანდების)
მერე მთლად დალეწილი ამოვედი ხევიდან,
მე -- ჯიუტი მოლექსე, გზიდან გადავქანდები
და საკუთარ დუმილში ანარქიას შევიტან.
ჩემს ცხოვრებას ჩამოვგლეჯ მუქ მეწამულ ვუალებს,
შორს გრიგალი წამიღებს, მახინჯი და მელოტი,
ვიცი, სუნთქვა ნიავის ჩემში ირიტუალებს,
მაგრამ ფრენას გრიგალში დიდი ხანი ველოდი!
ზვიად, სულის სიმშვიდეს ნეტავ, რატომ ვერ იტან,
<f ft sc00336
...Ещёდუმილის ანარქია 26.02.2013. ზ.ნ.