გულში ჩასახუტებელ ადამიანებს სულ იპოვი.
✓ ჩქარი ნაბიჯებით გაიარე ის ქუჩა, რომელზედაც შენი დანახვა არ უხარიათ.
✓ გიყვარდეს ზუსტად იმდენი ადამიანი, რამდენი ადამიანიდან იგრძნობ სიყვარულს.
✓ არ დაიტანჯო ცალმხრივი სიყვარულით რადგან, ყველა ადამიანი ღირსია ორმხრივი გრძნობის.
✓ თუ ვინმე წასვლას დააპირებს შენი ცხოვრებიდან, არც კარგი უთხრა და არც ცუდი.
ჰო რავი, ალბათ ზედმეტად გულჩვილი უნდა იყო, კარი მოგიჯახუნონ და მაინც ბედნიერება უსურვო...
✓ ყველა ადამიანს ვერ მოეწონები, საუკეთესო
,, მსახიობებსაც" კი ჰყავთ კრიტიკოსები ფარდის დაშვების მერე.
✓ იყავი ნამდვილი!
ის მანც გეცოდინება, რომ არსად არასოდეს გითამაშია.
✓ კარგი ადამიანობის თამაშს რა უნდა?!
- არც არაფერი.
შენ ის მითხარი, ნამდვილი ადამიანობის როლი რა ,, მძიმე" სატარებელია ხოლმე.
ჰო, ნამდვილი და ნაღდი ადამიანის.
ტყუილით რომ არ გაცხოვრებს და ზუსტად იცი არსად არ
,, ჩამოგეშლება."
ბევრი მყავდა ,, ვითომ საყრდენი" მეგობრები მაგრამ, როცა ბოლომდე ვენდე, აი ზუსტად მაშინ კი არ ჩამომეშალნენ, ჩამომენგრნენ...
ჰოდა დავიფიცე !
ყველა ადამიანს, ვინც გამიღიმებდა მეგობარს არ ვუწოდებდი...
ახლა მშვიდად ვარ, რადგან ის მაინც ვისწავლე, ვის უნდა ვენდო და ვის არა.
მე ასეთი ვარ,
ზედმეტად ემოციური ადამიანი!..
ჩემი უამრავი მინუსებით.
ერთადერთი, რაც ადამიანის მშურს,
ეს ,, სიმშვიდეა".
ეჰ, როგორ მინდა ერთ დღეს მეც არაფერი აღარ მივიტანო გულთან და მშვიდად ვუყურო და ვუსმინო ყველაფერს...
- ჰო რას ვამბობდი?!
გაშალე ხელები და ყველაფრის მიუხედავად ყოველთვის იპოვი გულში მაგრად ჩასახუტებელ ადამიანებს.
ირინა იოსებაშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1