ქართან ერთად მოგყვებოდათ დარდი....
,თქვენი მზერა მუდამ სხვებზე საბატონო,..
დამჭკნარიყო როგორც თეთრი ვარდი.....
მარტოობამ დაგათოვათ ქალბატონო,
სად გაფანტეთ სიამაყე თქვენი,
არ მეთმობით, მენანებით სამარტოოდ
დამისველდა ის გრძნობები ძველი.
გამოცვლიხართ, შევერცხლილხართ ქალბატონო,
მისალმებაც გაიმეტეთ ჩემთვის,
არ მიგაჩნდით თქვენი გრძნობის საპატრონოდ
და ეს წლებიც შემოგადნათ თმებში.
მორცხვი ბიჭი გაიხსენეთ ქალბატონო
თქვენს სახელს რომ ოცნებებით რთავდა,
მისი გული თქვენ გასწირეთ სამარტოოდ,
და დაეშვა გულცივობის ფარდა.
ალბათ ბევრჯერ გიტირიათ ქალბატონო,
იმ ამაოდ მიმოფანტულ წლებზე,
ეს გრძნობები კვლავ აშლილი სად დავტოვო
ან კი როგორ არ ვიდარდო თქვენზე.
სევდიანად ნუ მიღიმით ქალბატონო,
წლებს ხომ მხოლოდ მოგონება მოსდევს,
მაგ ღიმილით იქნებ გულზე დამათოვო
რომ ცხოვრება იმ შეცდომებს სპობდეს.
არ იტიროთ, არ იდარდოთ ქალბატონო,
ის ამაოდ გაფრენილი წლები...
მორცხვი ბიჭიც ახლა უკვე შევერცხლილი
უკანასკნელ პაემანზე გელით...
(ლაშა გიორგი გიგაური)
დღეს ქუჩაში დაგინახე ვაჟბატონო...
ქალთან ერთად სიამაყეც გშვენოდა...
მე კი დავღჩი წარსულისა საბატონოდ...
მარტოობას ვერაფერი შველოდა...
ჩემს ფიქრებში მუდამ დარჩა შენი სახე...
ვაჟკაცური გამოხედვა ერთგულის...
იმ სიყვარულს ისევ გულში დავატარებ...
ვერ ვაღირსე ქვეყნად გამომზეურის....
შევიცვალე ისე მკაცრი აღარავარ...
აღარ ვდარდობ მიმოფანტულ წლებზე...
მაგრამ ფიქრი არმეშვება უკან დამდევს..
.ან კი როგორ არ ვიფიქრო შენზე....
წარსულ დღეებს ვიცი ვეღარ დავაბრუნებ...
ცრემლი მომდის, მწუხარებას განვიცდი..
.დათოვლილი გზაზე ფიქრი მეყინება....
რომ, შემეზლოს ასი წელი დაგიცდი..
.ბედნიერი დაგინახე ვაჟბატონო...
ჩემს ლოდინმა ვიცი ძველად დაგღალა..
მიმოფანტულ წლებს კი ვეღარ დავიბრუნებ...
მე კი დავრჩი ოცნებების ამარა....
აღარ ვტირი აღარ ვდარდობ ვაჟბატონო...
.ჩემს ღიმილსაც უსასყიდლოდ გჩუქნი...
დამალული გრძნობა მინდა გაგიმხილო...
გულში მყავხარ და ფაქიზად ვუვლი...
შეივერცხლა შენი თმებიც ვაჟბატონო...
და ჩემ თმებსაც შეერია ჭაღარა...
ვერ მიშველის დღევანდელი შენი ნახვაც...
პაემაემანიც არშედგება აღარა..
#მლ
მ.ლ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4