Предыдущая публикация
სიმწრით გაგაცინებენ.
არის ტკივილები - დაგსეტყვავენ
და დაგაყვირებენ.
და არიან
უსასტიკესი ტკივილები -
ენაზე ჩამოგისხდებიან.
ბაგეებს ამოგიკემსავენ.
უპეებს ამოგიქოლავენ.
ყვრიმალებს ამოგიშანთავენ.
შუბლზე ნაოჭებს დაღარავენ.
წამწამებს ჩამოგიფერფლავენ.
ნაკვერჩხლებს გადაგაყლაპებენ.
მოგკლავენ და არ დაგმარხავენ.
არის ასეთი ტკივილები,
რომლებიც არასდროს მთავრდებიან.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1