მუჭებით ვაგროვოთ ის ცელქი ფიფქები...
იქნებ სიცივეს ვაჯობოთ სიცივით ...
იქნდბ ყოველი ფიფქები ხატული ...
გულში ჩავიკრათ ცალქი ბავშვივით ...
იქნებ მოვუხმოთ დაკარგულ გრძნობას..
ყინვის დედოფალს ვაჩუქოთ ყინვა..
ზეციდან სათუთად მოკრეფილ ფიფქებს ....
ღიმილით გულებში დავუდოთ ბინა.....
🫣🫣🫣🫣🫣🫣🫣(მაკო)
ან იქნებ შევძლო და შეგიკრა კონებად,
ფიფქების სინაზეს მოვიტან შენამდის.
ან იქნებ სიცივემ შეგვიქმნას თბოება,
და მერე გრძნობებით მოხვიდე ჩემამდის.
🫣🫣🫣🫣🫣🫣🫣🫣(უცხო)
შემიკარ ფიფქები როგორც გვირილა ...
ჩამიწყე ლარნაკში ოღონდაც არ დადნეს...
გრძნობები შენამდის თუ ოდეს მომიყვანს ...
გეტყვიან რატომაც გიცდიდი აქამდეს...
🫣🫣🫣🫣🫣(მაკო)
და მაინც ის ცივი სუსხია ნაზამთრი,
იქნება შეიქმნას რომ საბნად საჩვენოდ,
იქნება ვიპოვნოთ ერთურთი ზამთარში,
და მერე ნათოვლმაც გვეფინოს საგემოდ.
ან იქნებ დაზამთრდეს საჩვენო გრძნობებში,
ამ ზამთარს დაერქვას ამბორის თბოება,
სიყვარულს დავიჭერ ფიფქებად მოტანილს,
სხეულზე გიდნობდე ვნებების ტკბოებად,
🫣🫣🫣🫣🫣(უცხო)
არვიცი თუ რატომ გიპოვე ...ან ვინ იყავი საერთოდ?...
ცვივა ფიფქები ზეციდან სულით მიწაზე დაემხო...
ფიქრით გიპოვე იცოდე. ... გიჟი დამარქვი თუგინდა ...
და ფიქრით ისევ გაგაქრობ... თოვლივით, თუკი მომინდა..
ნეტავ სად იყავ გეძებდი, თრთოდა ფანტელი ფარფარა...
და ბოლოს მიწას დაეცა თეთრი სუდარა აფარა....
გიწერ ლექსებს და შეშლილი, მიცქერს სტრიქონი პატარა,
ნეტავ ამდენი რითმები რა ბედმა შემომაყარა...
🫣🫣🫣🫣🫣🫣🫣(მაკო)
თუ კი ჩემამდის მოხვედი,
ვერას წაგიღებს ცხოვრება,
ნურც კი შეჰკადრებ საგრძნობლად,
ბედსა უჩემოდ გოდება.
ან კიდე გრძნობას თუ იქმნი,
რაღას დამადნობ თოვლითა,
რაკი გულამდის მიგიშვი,
ნუღარ გააპობ ბოდვითა.
იქნებ ცხოვრებამ მომგვარა,
მე შენი თავი ბედადა,
თოვლის ფანტელსა რად ჰგვანებ,
ნურც კი მექცევი წყევლადა.
რათა გსურს ჩემი შეჩვევა,
ფიქრს ნურც შეჰკადრებ წასვლასა,
ერთხელ მოვდივარ ტრფობისთვის,
და არა ვგეგმავ წასვლასა.
🫣🫣🫣🫣🫣🫣🫣🫣(უცხო)
შემეჩვევი და.... ვერასოდეს გადამეჩვევი..
ნაკოტიკივით მიმზიდველი სენი შეგხვდება....
თოვლის ფანტელი ჩამოდნება ხელის გულებზე...
და ტრფობის ალი ენებივით გადაებმება...
არ მომეკარო, ეგ კალამი გაწიე გვერდზე...
ჩემი მუზობა ტანჯვისათვის მიჩუქებია....
შენს სასთუმალთან ნუ მეძახი გადარეული...
თავისუფლებას მიჩვეულნი ეურჩებიან....
🫣🫣🫣🫣🫣🫣🫣(მაკო)
თავისუფლება რად ვარგა გულსა საყინულ საოხვროდ,
სასთუმალს შიგნით ვექცევით მხოლოდ საჩუმად ჩვენ ორნი,
მე არასოდეს დაგძახებ ყოფას იძულთა საჩემოდ,
გერჩივნოს თუმც უჩემობა როგორც ის კოხტა ნაბროლნი.
მე სასთუმალზედ გიწვიე მხოლოდ საჩემოდ საგრძნობლად,
იქნებ გადვიქცე იმ ღამის მე შენს ნამძინართ დარაჯად,
ყველა ცოდვილად ნაგრძნობალს შენთვის ვიხსნიდი თამამად,
და შენ გიძღვნიდი ყოველითა გულის ძახილსა სახარად.
🫣🫣🫣🫣🫣🫣(უცხო)
მე გავაღვიძე რითმები შენი ....
გადმოვალაგე მტვრიანი გრძნობა....
იქ სიყვარული შემომხვდა შენი...
ვით გარდაცვლილი უფერო ნდობა...
🫣🫣🫣🤩🫣🫣(მაკო)
მაშ რა აზრი აქვს ღვიძებას,
სიყვარულს ზურგი მიქციე,
მე შენი გულის ვბედავე ჩუმად საჩემოს შეპყრობა,
არას გპატიებ თუ გრძნობას ყინვარეთ ფიქრი იქციე.
😒😒🫣🫣🫣🫣🫣🫣🫣(უცხო)
ჯერ სიყვარული არდაწყებულა... ლექსებმა ახსნეს ბედის აღვირი ....
თუ ჩემს სტრიქონებს შენ შეუყვარდი...
და მასთან ტრფობა გახდა ადვილი....
თუ შენს გრძნობებში კარი ღიაა ...
და ზამთრის სუსხი არ დამწვავს ხელებს...
იქნებ შეგეხო ნაზად ალერსით...
და არ გამოყვე ჭორიკან ენებს.....
🫣🫣🫣🫣🫣🫣🫣(მაკო)
სასიყვარულოდ მოსვლა მწადია,
ტრფობა ალერსი შეგიკვრა კონად,
მე სიყვარული კვლავ შემიძლია,
თუმც ვერ ვიქნები ამ გრძნობის მონად.
ვნების მორევი მომაქვს შენამდის,
საუკუნეა ეს არ მიგრძვნია,
კოცნის სანაცვლოდ თბილ ჩახუტებას,
მხოლოდ საშენოდ მსურს და მიძღვნია.
და თუ კი შეძლებ იგრძნო ჩემობა,
შენს თავს შეარქვა საგრძნობლად ჩემი,
შენი გულის და გრძნობის პატრონად,
ჩემს სიყვარულად ავკინძე გემი.
სიბოს გიძღვნიდე მინდა აფრებად,
კოცნა ალერსის მოვიყვან ტალღებს,
მე უშენობა არ შემიძლია,
თუ ეგ ბაგები ამ სიტყვებს აფრქვევს..🫣😉💕💗👄(უცხო)
#მლ
29.08.2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев