შენგან გაცვეთილი ქუჩის ბოლოები..
თვალზე ალმასივით ცრემლი გიელვარებს...
წლებსაც დაეკიდა ყინვის ლოლოები...
თუმცა შორს წახვედი მაინც ახლოსახარ...
გულმა არგაგიშვა გახდი საფიცარი...
სახე შეგეცვალა მაგრამ ხასიათი ..
ისევ ისეთი გაქვს თბილი საოცარი...
ჩალის შლიაპასაც ბანტი აუხსნია...
ბუმბულს გასცვენია ფიქრის იალქანი...
ჩემო ქალბატონო ისევ ჩემი გქვია...
ვერსად გაგიტაცებს გიჟი სხვისი ქარი...
დღეს თუ ნაოჭები სახეს გისერავენ...
დღეს თუ შევერცხლილა შენი დალალები...
დღესაც მოუთმენლად ისევ მოგელიან...
ჩემში დატოვილი შენი მანანები...
ჩემო ერთადერთო ჩემო ლექსის მუზავ...
მალე ჩემს კალამსაც სადმე მივატოვებ..
შენი გაღიმებაც თუკი გამებუტა....
წავალ სამახსოვრო ლექსებს დაგიტოვებ..
ახლა მარტოხელა ურჩი ბებერი ვარ...
შენც ხომ მარტოობის შეგხვდა განაჩენი..
ჩემში დარჩი და ნუღარ გამირბიხარ...
თორემ სულ ერთია ჩემთვის დანარჩენი..
მ.ლ
#მლ
23.03.2019
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2