სიმებს მიჯაჭული უკრავს ვიოლინო...
ღელავს თეთრი კაბა დარდებ გარეული...
იქნებ სიყვარული სადმე მაპოვნინოთ..
სხვისთვის მზე ამოდის... დარი ამინდია...
ჩემთვის რატომ შეკრა ზეცამ კამარები...
ჩემი სიყვარული შენთვის გამინდია....
შენ კი დამიკეტე გულის დარაბები....
ახლა ვიოლინო გრძნობებს აჰყოლია....
მიხმობს საცეკვავოთ ბაღში თეთრი ვარდი...
რატომ გაიყინა ჩემი მაგნოლია....
რატომ შემიყვარდი.. რატომ შემიყვარდი...
ცეკვავს ქარიშხალთან ისევ თეთრი კაბა...
კვნესის ვიოლინო... დარდი მორევია...
თითქოს ტყვეობაში სული გამექაფა...
მაინც სიყვარული დიდი შემიძლია...
გამა დაკარგული... ნოტებ არეული...
ცელქი გაღიმებით მთვრალი ჰარმონია...
ვისთვის სიყვარული... ვისთვის მთვარეული...
ვისთვის მაჭარივით გიჟი აგონია...
ბედის ანაბარა დარჩა ერთი ქალი...
ისევ ჰანგებს უკრავს ძველი ვიოლინო...
კაბა ცაში მიქრის.... ცეკვავს ქარიშხალი...
იქნებ სიყვარული სადმე მაპოვნინოთ...
20.10.2020
მ.ლ
#მლ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев