ამ ქვეყნად სულ ყველა დედის გულს გავედრებ,
ქალი თუ დედაა,უფლის მადლს მოესწრო,
სიხარულს მის სულში ნურმც გაანელებ.
მარტოღა ლხენისას ბრწყინავდეს თვალებში,
ცრემლები, დარდისფერ ნისლმა არ დაბინდოს,
არ ეგრძნოს სიცივე,მას შვილის მკლავებში,
დედის გულს შვილები ნურმც მააცილოს.
ღიმილში გალეულ,უძილო ღამეებს,
ნუ შეცვლის წუხილი, მკაცრი და უდროო,
ღვთაებრივ სითბოთი, სინაზით ნაფერებს,
შვილს დედის თვალები არ გაუუცხოვო.
სიცოცხლის ტკბილ წყაროს არასდროს დაუშრეს,
სიცოცხლე, მასში უფლით რომ ენთო,
ნურმც დააჭკნობდეს, ჟამი, ვარდს გაუშლელს,
მის ნანას ტირილით ნუ შეცვლი ღმერთო.
ადროვე სულ ყველა დედას რომ დაბერდეს,
თეთრ თმაზე შვილების ამბორი იგრძნოს,
დღეს ბედნიერი გულით ათევდეს,
დედი, კვლავაც რომ ისმენს ამ სიტკბოს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5