თავი 13 (მზია კაპანაძე)
თეო გაკვირვებული უყურებდა დავითს.
- ვწამლავ? ნარკოტიკები და საწამლავი? კი მაგრამ...
- არავითარი მაგრამ ქალბატონო თეონა. იმ ფხვნილში ნარკოტიკია ნახევარზე მეტი, ხოლო სითხეში კი მცენარეული საწამლავი, რომლის მცირე დოზებით მიღება იწვევს შიშს და დამოკიდებულებას სხვა ადამიანზე, მუდმივი სტრესული შიშის გამო.
- არააა, ღმერთო არააა. მე ჩემივე ხელით ვწამლავდი ირაკლის. ღრიალით დაემხო ძირს თეო. ცოტა ხანში ფეხზე წამოდგა და ცრემლები მოიწმინდა.
- დამაპატიმრეთ. უარესის ღირსი ვარ. შვილის მოწამვლაც უნდა დამეწყო. ამის მერე არაფრის უფლება აღარ მაქვს.
- დედა... ანი დედას მივარდა და ჩაეხუტა.
- ანი ასეთი უვარგისი ვარ და მაინც გიყვარვარ? ტიროდა თეო.
- დედა, გთხოვ შეიცვალე. გთხოვ.
- ანი, მე ეხლა წამიყვანენ და სახლში რომ მიხვალ, ის ფხვნილი და სითხე პოლიციაში მოიტანე. არავის მისცე, თვითონ მოიტანე. ბატონო დავით უფლება მომეცით ზინას დავალევინო ის შხამიც და ნარკოტიკიც. დავითმა თეოს გახედა, აპირებდა რაღაც მწარედ ეთქვა, მაგრამ მის თვალებში სინანულთან ერთად, რაღაც ამოუცნობი შუქი ანათებდა.
- ზინა უკვე დაჭერილია და მისგან ყველაფერი ამოღებულია. თქვენი ფხვნილი და სითხე კი უკვე შეცვლილია. თეო გააოგნა მოსმენილმა.
- ბებოც მოწამლული იყო და ნარკოტიკებით გაბრუებული. შენ იცი რომ ბებომ ლამის თავი მოიკლა? ტირილით გაუბრაზდა ანი დედას.
- ლამის თავი მოიკლა... გაბრუებული... გათიშული... იმიტომ შეეშინდა ზინას საავადმყოფო რომ ვახსენე. ყველას ვწამლავდი... მე მკვლელი ვარ, მკვლელიი... უცებ გავარდა გარეთ, იქვე მდგომ პოლიციელს ოსტატურად ამოაცალა პისტოლეტი და საფეთქელზე მიიდო. დავითმა, რომელიც იმ წამსვე უკან გაეკიდა, მოასწრო და ხელი მაღლა ააწევინა. გაისმა სროლის ხმა. აცახცახებული თეო ღრიალებდა და დათოს ეხვეწებოდა, იარაღი დამიბრუნე, თავს მოვიკლავო.
- ეხლა გონს მოეგე. ნახე შენი ანი როგორ შემოგცქერის. პირიქით უნდა გამაგრდე და ზინას დავუპირისპირდეთ ერთად, რომ დიდი ხნით ჩავაყუდოთ ციხეში. შენც მსხვერპლი ხარ, ოღონდ მკითხავებთან რომ დადიხარ, ეგაა შენი დანაშაული... აღარ გაბედო თავის მოკვლა. შენს ქმარს და შვილს ჭირდები.
თეომ სახე გაქვავებულ ანის გახედა, რომელიც ქანდაკებასავით იდგა და შუშის თვალებით, უგონოდ შესცქეროდა თეოს. ანის თვალებიდან კი ცრემლის ნიაღვარი იღვრებოდა. ფერი სულ დაკარგვოდა და წაბლისფერ კულულებს კი ჭაღარისფერი დასდებოდა. თეოც დაზაფრული უყურებდა შვილს, რომელსაც წამში გაჭაღარავებოდა თმები. სროლის ხმაზე ექიმები გამოცვივდნენ. მარი განცვიფრებული უყურებდა ანის, რომელიც ისევ ქანდაკებასავით იდგა.
- ჩქარა ექიმი. დაიყვირა მარიმ და ანი გულში ჩაიკრა. ანის რეაქცია არ ქონდა, შოკურ მდგომარეობაში იყო. თეო ჩაიკეცა და აღრიალდა. ანის ექიმები ეცნენ. სცადეს ავადმყოფებისათვის განკუთვნილ სავარძელში ჩაესვათ, მაგრამ უშედეგოდ. შოკისგან სხეული სულ დაჭიმული ქონდა და ოდნავადაც ვერ მოახრევინეს ფეხი.
- გამატარეთ, მე ავიყვან ხელში. მითხარით სად წავიყვანო. ყველაზე ადრე დავითი გამოერკვა. გულით ებრალებოდა ანი. 23 წლის დავითს 19 წლის და ყავდა. თვალისჩინივით უფრთხილდებოდა დაიკოს, თუმც ხშირად კინკლსობდნენ კიდეც.
- მეორე სართულზე ავიდეთ, ლიფტი აქეთაა. მიმართა მას ერთ-ერთმა ექიმმა. დათომ მსუბუქად აიტაცა ხწლში ანი, თუმც ისე იყო გაფშეკილი, რომ მოუხერხებლად ეჭირა. ლიფტში შესვლისას დათომ დააცერავა ანი, რომ თავი არ მიერტყა არსად. თეო უკან გაყვა მათ. ბადრი ექიმი, რომელიც ირაკლის გამოყვა და აქ მოსვლამდე პატრონობდა, უკან გაყვა ყველას.ლიფტი საკმაოდ მოზრდილი იყო და ყველა დაიტია. დათომ მითითებულ პალატაში შეიყვანა ანი და ლოგინზე ფრთხილად დააწვინა.
ექიმებმა ყველას სთხოვეს პალატის დატოვება. ექთანმა დამამშვიდებელი გაუკეთა ანის და გადასხმაც დაუდგეს. ექთანი პალატაში დარჩა. ექიმმა დაავალა ყურადღება არ მოედუნებინა და მის გვერდით მჯდარიყო.
- მე ზვიად ძიძიგური ვარ. ჯო ენის მთავარი ექიმი. გთხოვთ წამობრძანდეთ ჩემს კაბინეტში და მითხრათ რა მოხდა. იარაღი ვინ ისროლა და ბავშვს რა დაემართა.
- ბატონო ზვიად, მე გეტყვით რაც მოხდა, დავით გოგიტიძე ვარ, გამომძიებელი. დათომ მოკლედ გააცნო საქმის ვითარება. ბოლოს სთხოვა ყველას დაემალათ თეოს საქციელი. რადგან არ უნდოდა ანის უარესი ტრამვა მიეღო. ბოლოს ექიმს ანის გათეთრების ამბავი კითხა.
- გეტყვით რომ უეცარი, წამიერი გათეთრება ძლიერი ემოციური სტრესის ბრალია, რაც ამჯერად დედის დაუფიქრებელი საქციელის გამო მოხდა. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ბავშვმა უდიდესი ტრამვა მიიღო და მას მოფრთხილება ჭირდება. დედებმა კი უნდა გაითვალისწინონ და შვილებს ააცილონ თავიდან ტრამვები. რაც ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. შემდეგ ყველას დაემშვიდობა და ანის შეხედა პალატაში. ჯერ კიდევ ეძინა წამლის ზემოქმედებით. ექიმმა ექთანს სთხოვა და თეოს ვალერიანის წვეთები დაალევინეს. იქვე გვერდით საწოლზე მიუთითეს, დაისვენეთო. თეომ უარი უთხრათ და ირაკლის მდგომარეობის გასაგებად გასწიეს.
ამასობაში ოპერაციაც დამთავრდა და გიორგი პაპიაშვილმა მოახსენა, რომ ირაკლი კარგად იყო. რამოდენიმე დღე რეანიმაციაში იწვებოდა, მერე კი პალატაში გადაიყვანდნენ, იქ კი ცოლს უნდა მიეხედა.
ექთანმა ექიმს აცნობა, რომ ანი გონს მოდიოდა. მაშინვე ყველა მის სანახავად გაეშურნენ. ჯერ ექიმი შევიდა ანისთან და გაესაუბრა. ანიმ მამის მდგომარეობა კითხა ექიმს და გაუხარდა კარგად რომ იყო. ექიმმა ანიშნა მარის და თეოს, შესულიყვნენ. თეოს ეშინოდა შესვლის და შეყოვნდა.
- მარი ბებო, რა კარგია რომ აქ ხართ. თქვენთან წამიყვანეთ. ამ დროს პალატაში თეო გამოჩნდა. ანიმ უცებ იწივლა.
- წადი, წადი, მომშორდი. ახლოს არ გამეკარო, წადი... აღრიალდა გოგო.
- ანი შვილო... ძლივს ამოილუღლუღა თეომ.
- არა, არა ვარ შენი შვილი. არააა. თავი გამანებე. მარი ბებო არ მინდა მათთან, შენთან და ბებოსთან მინდა. მარიმ ანი ჩაიხუტა და ტირილი ძლივს შეიკავა. ანიმ კედელზე დამონტაჟებულ მოზრდილ სარკეში თავის ანარეკლს მოკრა თვალი და გაგიჟებული მივარდა სარკეს.
- ეს, ეს რა არის. ჩემი თმები. რა ფერია ეს. რა ხდება მარი ბებო. რატომ მაქვს ასეთი თმები. ატირდა ანი. მარი ანისთან მივიდა და გულზე მიიხუტა.
- დაწყნარდი ჩემო პატარა, დაწყნარდი. წამოდი ბებოსთან წავიდეთ. არ ინერვიულო საყვარელო, გთხოვ. ანიმ თავი დაუქნია და თეოს ზიზღით შეხედა.
- მეზიზღები, გაიგე... მე-ზი-ზღე-ბიიი. მრცხვენია შენი შვილი რომ ვარ, მრცხვენია. მამას მაინც მიხედე ნორმალურად. მე სახლში აღარ მოვალ. მარი ბებო წამიყვანე აქედან. ექიმმა ანიშნა წაიყვანეთო. მათი გასვლის მერე, ექიმი თეოს მიუბრუნდა.
- იმდენად დიდი სტრესი მიიღო ბავშვმა თქვენი არა ადეკვატური საქციელით, რომ თქვენი დანახვაც არ უნდა. დრო უნდა მისცეთ და თქვენ კი შანსი გეძლევათ გამოსწორების. კარგად დაფიქრდით თქვენს საქციელზე. შეგიძლიათ სახლში ბიბრძანდეთ. 3 დღის მერე რეანიმაციიდან პალატაში გადმოვიყვანთ თქვენს მეუღლეს და ძალა მისთვის შეინახეთ. თეო განადგურებული გამოვიდა საავადმყოფოდან. კარებთან გამომძიებელი შეხვდა.
- ქალბატონო თეონა, მარის და ანის მე გავიყვან. თქვენ კი ის ყმაწვილი გაგიყვანთ სახლში. თქვენი სასჯელი საკმაოდ მძიმეა. საკუთარმა შვილმა უარგყოთ. იქნებ ამის მერე დაუფიქრდეთ თქვენს საქციელს, ვის როგორ ექცევით. თეო თავჩაღუნული ჩაჯდა დათოს ნაჩვენებ მანქანაში. გულში თავის საქციელს აანალიზებდა, თვალებზე კი სინანულის ცრემლი ცვიოდა.
გაგრძელება იქნება
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3