Предыдущая публикация
სადმე მთებში მინდა ახლა გადაკარგვა,
სადაც სიმშვიდეა, სულის ნეტარება,
სადაც გვირილები ფეხქვეშ გეგებიან,
ღამე სუსხია და დილით ნისლი დგება.
სადმე მთაში მინდა ახლა ქოხი მქონდეს,
კოცონს დავანთებდი ფიქრით, ნელა-ნელა,
ირგვლივ გადავფენდი მზიან შუა დღეს და
ყავს ჩამოვდგამდი ცეცხლთან მისართმევად.
ჰამაკს გავკიდებდი ველურ ალუბლებზე,
ჟოლოს გავახმობდი ღამე დასალევად,
წვიმას შევხვდებოდი ხელისგულებით და
ამინდს დავცინებდი ასე, უდრდელად.
სადმე, მთაში მინდა ახლა ქოხი მქონდეს,
სადაც სიმშვიდეა, სულის ნეტარება…❤️🌼
/დიკა სალაყაია/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1