მიდის და თვალებთან ღარები ჩნდებიან,
ისევ ის გული მაქვს წლების წინ, რომ მქონდა
და ჩემი თვალებიც კვლავ ზეცისფერია.
გახსოვდეთ ასაკი არაფერს არ ნიშნავს,
გულში თუ სიყვარულს კვლავ ელოდებიან,
თუ ბავშვურ ღიმილში იმედი ღიღინებს,
იმედი, რომელიც ყველაფრის მთქმელია.
წლებს უნდათ შემცვალონ, ამიტომ ჩქარობენ,
რატომღაც ფიქრობენ, რომ მომერევიან,
მე კი კვლავ მგონია, რომ ისევ ბავშვი ვარ,
გოგო ვარ, რომელიც სულ ბედნიერია.
სიცოცხლე მიყვარს და სიყვარულს ვაღმერთებ,
შობიდან დღემდე, რომ გულს შემორჩენია,
ჩემში აპრილია, სიბერე მოიცდის,
ვერავინ წამართმევს აპრილი ჩემია.
ბაგეზე ღიმილი ცქმუტავს და ღიღინებს,
თვალებში ოცნების სხივები კრთებიან,
ვარდები ყვავიან სულში და გახსოვდეთ,
ვარდები უდროოდ არასდროს ჭკნებიან.
ქეთი ალასანია.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев