Предыдущая публикация
ვერვინ უბედავს წყენასა,
მაგრამ მიწაზე დაცემულს
ყვავიც დაუწყებს კბენასა.
ათასი კარგი აკეთო,
სულ იყო კარგის მყოფელი,
ერთ შეცდომაზე გაგწირავს
ოხერი წუთისოფელი.
კარგად როცა ხარ უყვარხარ,
კარგს ამბობს შენზე ყოველი,
ბეჭებზე რომ დაეცემი
მორბიან სისხლის მწოველნი.
ოხერი წუთისოფელი
დიდხანს ვის მისცემს ლხენასა,
მალევე მახეს დაგიგებს
ცდილობს შიგ გამომწყვდევასა.
ამიტომ მიყვარს სიკვდილი
არაფრის არ დამთმობელი,
მდიდარიც მიჰყავს, ღარიბიც,
არავის გამომყოფელი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 8