Предыдущая публикация
♥ . `✞´
ჩემი სახლი ხარ, უფალო,
საიდანაც გამოვიქეცი და
ვერ ვაგნებ.
ჩემი კარი ხარ, სახელოჩამოტეხილი და
მიჭირს შეღება.
ჩემი უძილობა ხარ,
ქუჩა-ქუჩა ხეტიალად ქცეული.
ჩემი მთვარე ხარ,
ტაძრის ნანგრევებს რომ დაჰყურებს მოწყენილი.
ჩემი სანაპირო ხარ,
მზის პირველ სხივებს დახარბებული.
ჩემი წვიმა ხარ,დედის თვალებზე ცრემლად
ჩამომდინარი.
ჩემი ლოცვა ხარ, უდაბნოს ჭასავით დაკარგული.
ჩემი ქვიშა ხარ, მოსეს ხერხემალზე სკვნილად აკინძული.
ჩემი მთა ხარ ცამდე აზიდული.
მე ვინ ვარ შენთვის, უფალო?!...
`✞´ .♥ . `✞´ ◑␣◑◄
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3
✰❈❂❂❈✰
გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! მრავალს დაგასწროთ უფალმა!!! გფარავდეთ მადლი უფლისა ჩვენისა! !
http://gepay.in/dgesascaulebi/gilocav-bzobas.swf ✰❈❂❂❈✰