კაცი კაცობის დასამტკიცებლად საკუთარ დედას აგინებს,ქალს კი -ქალის სახე დაუკარგავს და ბილწსიტყვაობით კაცისგან არ განირჩევა.
სადაც -სხვისი დამცირებით ცდილობენ თვითდამკვიდრებას.
სადაც ითხოვენ სიტყვის თავისუფლებას და ამდროს შესაძლოა ვერც კი წვდებოდნენ მის ჭეშმარიტ არსს.თვლიან,რომ სიტყვის თავისუფლება,მხოლოდ საკუთარი აზრის გამოხატვაა და სხვისთვის აზრის დაფიქსირების უუფლებობა,უარყოფა,რადგან რათქმაუნდა, სიმართლე მხოლოდ საკუთარი პოზიცია ჰგონიათ..
სადაც, სრულიად უცხო ადამიანის ზნეობის შეფასება ხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური ,თუ სხვა შეხედულებების მიხედვით ამა თუ იმ საკითხზე.
სადაც,ყველა პოლიტოლოგობს,აქვს საამისო ცოდნის ბაზა თუ არა..და ამის გამო ძმა ძმას აღარ ინდობს...
სადაც- რელიგიურობა მოდური გახდა.
სადაც - მარხვა დიეტას დაემსგავსა.
სადაც რწმენა სოციალურ ქსელებში,რელიგიურ თემატიკაზე ,დაწერილ მოწონებების რაოდენობაში,თუ კომენტარებში დაწერილ გულებში და " ამინ"-ებში გამოიხატება...
სადაც სიწმინდისთვის ხატების კუთხე ყველგან გვაქვს გამოყოფილი:-კაბინეტებში ,სამარშრუტო ტაქსებში,კერძო ავტომანქანებში და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ, - არა საკუთარ გულებში..
სადაც,მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა მხოლოდ თაროებს "ამშვენებს" სხვის დასანახად და არა -გონებას.
სადაც სხვისი ცხოვრების გარჩევას იმდენი დრო ეთმობა, რომ საკუთარისთვის წამებიღა გვრჩება.
სადაც -უფროს-უმცროსობა და თაობათა შორის პატივისცემა დაიკარგა.
არაფერი გვეშველება, ვიდრე სხვის იმედად ცხოვრებას არ შევეშვებით.
ვიდრე დედ- მამისთვის,40 წლის კაცი ჯერ კიდევ "ბავშვია" .არ ვაცდით "გაზრდას", მისი ყველა პრობლემა, მისგანვე დამოუკიდებლად გვარდება - მშობლებისგან.
ვიდრე შვილებს არ ვასწავლით, რომ ყველა ქმედება შედეგობრივია და ამაზე პასუხისმგებელნიც თავადვე უნდა იყვნენ, - რომ მხოლოდ ამ გზით ჩამოყალიბდებიან პიროვნებებად და არა სუბიექტებად..
სადაც,ყველაზე რთულად სათქმელი სიტყვებია: -" არ ვიცი"...."ვცდებოდი.".. "ბოდიში".რადგან აქ ყველამ ყველაფერი იცის,არავინ ცდება და არავის სურს მოიხადოს ბოდიში.
ჩამონათვალი მრავლობითია , სამწუხაროდ და ნებისმიერ თქვენთაგანს შეუძლია მისი გაგრძელება...
გსურთ უკეთეს საქართველოში ცხოვრება?! უკეთესი მომავალი თქვენი შვილებისთვის?! მაშინ, ნუ დაელოდებით სხვას,დავიწყოთ ყველამ ,საკუთარი შეცდომების აღიარებით და მისი გამოსწორებით! მხოლოდ ასეა შესაძლებელი გავხადოთ გარემო უკეთესი.."დროების კედელს" ხომ ყველა ჩვენი წილი აგურით ვაშენებთ...
თუ ზემო ჩამონათვალი, არ შეესაბამება რეალობას და ამას არგუმენტებით დამიმტკიცებთ,გულწრფელად გამახარებთ...:)
მე ერთი უბრალო ადამიანი ვარ,ერთ-ერთი თქვენთაგანი და ეს გარემო უკვე სულთამხუთავივით ყელში მიჭერს, მგუდავს..იქნებ ეს გრძნობა ბევრი თქვენთაგანისთვისაც ნაცნობია...ამიტომაც მომინდა ამ ყველაფრის თქვენთვის გაზიარება..იმის ილუზია არ მაქვს,რომ ამით ბევრ რამეს შევცვლი .მაგრამ თუკი ერთ ადამიანს მაინც დააფიქრებს ეს პოსტი, ჩავთვლი ,რომ თქვენამდე ჩემი ნააზრევის მოტანა ამად ღირდა...:)
პატივისცემით - თქვენი ადმინი.
#ნუდავკარგავთადამიანობას
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 70
თურმე ვახტანგის დაუყრია მჩატე აბჯარი,
ახლა აკაკი მონობაშიც კმაყოფილია
და მრუშობაში გაიწაფა ქალი თამარი,
ემიგრანტობით ბედნიერობს ახლა ქაქუცა
პაატამ თურმე თავგანწირვა აღარ ისურვა,
ახლა გიორგის ღალატისკენ ფეხი დაუცდა
და ჩვენმა მტერმაც ოცნებები დღეს აისრულა...
სოსო ყაზარაშვილი