მივიღოთ!
მივიღოთ და შევიფეროთ მოფერება კაცისა,
უწინარეს იყო სიტყვა და დაგვლოცა მაღლიდან...
როცა ქალსა ქმნიდა ღმერთი ჩააქსოვა დედობა!
ყველა გზა და ჩანაფიქრი დაულოცა ერთობად..
***ძალა მისცა გამწევი! და გამჭრიახი გონება
მშვიდობა და ოჯახია მისთვის დიდი ქონება,
დაჭირდა და იარაღით მტერს ეკვეთა გააგდო
მხოლოდ შვილის სიყვარულმა გული ლხენით აავსო.
*** დე ღიმილი მარად ახლდეს, რაც ჭირდება კარგად იცის,
შეგიყვარა? შენია და საუკუნოდ კვლავ დაგიცდის!
დალი დადუნაშვილი 2022წლის 07.03
*****************
ბედნიერი!
დედის დღეა!
ქალთა დღეა,
სიხარულით სავსე დღეა,
შვილის ღიმილს რომ შეიცნობს
მისთვის წვიმაშიც კი მზეა.
ბედნიერი ქალი ქვია
ყურადღებიანი ქმრითა
და ჯანმრთელი შვილებითა
ცას შეჰხარის ღიმილითა.
იდეალურ ქმარს გისურვებთ
ჯანმრთელ და გონიერ შვილთა,
მუდამ, მუდამ გიხაროდეთ
გათენება დედა ღვთითა.
დალი დადუნაშვილი 2022წლის 07.03
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1