========================================================================= გაგების როლი სწავლის პროცესში. ========================================================================= დამახსოვრების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია მასალის გაგებას. ერთი მშობელი მეხვეწებოდა, ზედაპირულად მესწავლებინა მისი ბავშვისთვის ფიზიკა, ზედმეტი "ჩაკირკიტების" გარეშე. მას მე თავი დავუქნიე (მოვიცილე), მაგრამ კი არ დავუჯერე. არ არსებობს იმაზე დიდი წამება ადამიანისთვის აიძულო უაზროდ დაიმახსოვროს რამე. მან არ იცოდა, რომ, პირიქით მასალის სწორად გააზრება, მისი გაგება აადვილებს სწავლას - დამახსოვრებას. ======================================================================== მრავალრიცხოვანმა ცდებმა დაადასტურა, რომ უარზო, მექანიკური დამახსოვრების პროცესში ბავშვი იტანჯება, მას უფრო შესძულდება საგანი. და პირიქით, როცა ის გაიგებს მასალას, საოცარ სიამოვნებას, აღტაცებას იგრძნობს. ტყუილად კი არ თქვა დიდმა აინშტაინმა: "გაგება ყველაზე დიდი ბედნიერებაო". ============================================================================ გაგება ესაა წაკითხულ მასალაში მთავარის - შინაარსის - შიგ არსებული არსის - გამოყოფა, გამოკვეთა, ჯერ კიდევ უცნობის ცნობილთან დაკავშირება, მათ შორის შესაბამისობის დადგენა. ======================================================================== სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ისე კვდება, რომ ვერ ახერხებს ამას. ========================================================================= https://www.facebook.com/photo?fbid=1049103210116390&set=gm.3837275826546138&idorvanity=3599346823672374
https://www.youtube.com/watch?v=SK-_y2hd1MY
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев