=========================================================================
ნებისმიერი, ანუ ადამიანის ნებას, მის კონტროლს დაქვემდებარებული მეხსიერების განვითარება- სრულყოფა მოითხოვს ხანგრძლივ ძალისხმევას.
ასეთი მეხსიერება ორგვარია: უდაბლესი, ანუ მექანიკური მეხსიერება და უმაღლესი, ანუ ლოგიკური მეხსიერება. ცხადია, მექანიკური (უაზრო) მეხსიერების განვითარება ნაკლებად პროდუქტიულია, ამიტომ ჩვენ განვიხილავთ ლოგიკური მეხსიერების განვითარების გზებსა და ხერხებს. მხოლოდ ასე იბადებიან მომავალი გენიოსები და სახელგანთქმული ადამიანები.
ლოგიკური მეხსიერება ესაა ადამიანის შეგნებული, მიზანმიმართული აქტიურობის შედეგი, სადაც ცენტრალური ადგილი უკავია სამ მოქმედებას. ესენია: აზრობრივი დაჯგუფება, საყრდენი პუნქტების გამოყოფა და შესაბამისობების დადგენა.
აზრობრივ დაჯგუფებაში იგულისხმება ტექტის დანაწევრება აზრობროვ მონაკვეთებად და არა გარეგნული ნიშნებით. აზრობრივი დაჯგუფება უწყვეტადაა დაკავშირებული აზრობრივი საყრდენი პუნქტების გამოყოფასთან, რომლებიც გვეხმარებიან დამახსოვრების პროცესში მასალის შინააარსის კონცენტრირებასა და განზოგადებაში.
შესაბამისობის დადგენა ასევე წარმაოდგენს ცოდნის ათვისების საყრდენს. ის მნიშვნელოვნად აადვილებს დამახსოვრებას. ამ დროს ხდება დასამახსოვრებელი მასალის გარკვეული შესაბამისობის დადგენა რაიმე სხვა, უკვე ცნობილთან, მყარდება კავშირები უკვე არსებულ ცოდნებთან.
ამგვარად, მასალის ლოგიკურად გადამუშავების პროცესი წარმოადგენს ყველაზე შემოქმედებით, ეფექტურ და არსებით პროცესს, რომლის დახმარებით შეიძლება მეხსიერების შესაძლებლობების გაფართოება. ასე იბადებიან სახელგანთქმული და წარმატებული ადამიანები. ========================================================================= https://www.facebook.com/photo?fbid=1046338403726204&set=gm.519831843880210&idorvanity=403374895525906
https://www.youtube.com/watch?v=SK-_y2hd1MY
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев