Предыдущая публикация
რამდენი სიყალბეა . . . მე ცოტა დავიღალე . . . ისეთი ნისლია რომ გზა ვეღარ გავიკვალე, გრძნობებიც ყალბი გახდა ეს ვეღარ გავითვალე, ვის რამდენი ნიღაბი აქვს ესეც ვერ დავითვალე . . . ცოტა მეწყინა და ცოტა გულიც დამწყდა, ადამიანობა თითქმის ყველგან გაწყდა , ძმობის,მეგობრობის ხიდი ყველგან ჩატყდა, ერთგულებაც კი მგონი ერთად გაქრა. . . სიყვარულს შეგფიცებენ , აზრებს დაგახვევენ , გრძნობებს ხროვასავით გარს შემოგახვევენ , დრო გავა ნიღაბსაც მალე დაამსხვრევენ, გაგიღიმებენ და თავბრუს დაგახვევენ . . . ეს ჩვენი სამყარო დიდი თეატრია ტყუილში ყოფნა კი ჩემთვის სასჯელია. . . ვის რისი როლი აქვს უკვე ამერია . . . ვერ შეგემატებით . . . გულის ამრევია..
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев